საზიანოა თუ არა ყოველდღე ცხვირის გაჭედვისას სპრეის გამოყენება? | Allnews.Ge

საზიანოა თუ არა ყოველდღე ცხვირის გაჭედვისას სპრეის გამოყენება?

ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება ჩნდება ხანგრძლივი და ხშირი გამოყენებისას. რამდენიმე დღის შემდეგ,ცხვირი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება პრეპარატის მიმართ. თანდათან უფრო და უფრო მეტი შესხურება გჭირდებათ, და საბოლოოდ მუდმივად დგება მისი გამოყენების საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცხვირის სპრეის რიკოშეტის ეფექტი არ არის ნამდვილი დამოკიდებულება, მათ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უარყოფითი ეფექტები, როგორიცაა მედიკამენტოზური რინიტი, როდესაც ცხვირი ეჩვევა სპრეის რეგულარულ გამოყენებას და ვითარდება ქრონიკული სინუსიტი და სხვა გრძელვადიანი პრობლემები.

ცხვირის სპრეის სახეები

1. ფიზიოლოგიური სპრეი ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და გამოდევნას, ასევე ასუფთავებს ცხვირის სავალებს მტვერისა და სხვა ალერგენებისაგან. ცხვირის არხებიდან. დამოკიდებულება ამ სახის სპრეებზე არ ვითარდება

2. სტეროიდული სპრეი. ეს სპრეი გამოიყენება ცხვირის სავალების შეშუპებისა და ანთების შესამცირებლად. სტეროიდული სპრეი ალერგიისთვისაა ეფექტური.

3. ანტიჰისტამინური სპრეი. ანტიჰისტამინები ბლოკავს იმ ქიმიური ნივთიერების მოქმედებას ჩვენს ორგანიზმში, რომელიც პასუხისმგებელია ალერგიის სიმპტომებზე. ანტიჰისტამინური სპრეი არ იწვევს დამოკიდებულებას.

4. ვაზოკონსტრიქტორული სპრეი. ეს სპრეი ავიწროებს სისხლძარღვებს ცხვირში და ამცირებს შეშუპებას, რაც ხელს უწყობს სურდოს ან გაჭედილი ცხვირის მკურნალობას.

თუმცა, ვაზოკონსტრიქტორული სპრეი ეფექტურია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არაუმეტეს 3 დღისა ზედიზედ.

იხილეთ სრულად

myquiz