2023 წლის ყველაზე მაგიური დღე - რატომ ითვლება 1-ლი მაისი გამორჩეულ თარიღად? | Allnews.Ge

2023 წლის ყველაზე მაგიური დღე - რატომ ითვლება 1-ლი მაისი გამორჩეულ თარიღად?

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ფიქრობდნენ, რომ ბუნებაზე დაკვირვება, გარკვეული რიტუალების შესრულება მათ იღბლისა და წარმატების მოზიდვაში დაეხმარებოდათ. ყველა ხალხს თავისი დღესასწაულები და რიტუალები ჰქონდა. ხანდახან ხალხის რწმენა ეზოთერიკოსების შეხედულებებსაც ემთხვევა ხოლმე და განსაკუთრებით ჯადოსნური დღეები გამოითვლება. ერთ-ერთი ასეთია 1-ლი მაისი, რომელიც თურმე მაგიური დღეა და ამავე თარიღს ემთხვეოდა ძველ კელტებთან ე.წ. ბელტეინის დღე. ამ დღეს ისინი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ითვლებოდა, რომ ეს ბუნების ახალ ციკლთან იყო დაკავშირებული. ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ ბელტეინის დღეს სამყაროს კარი სრულად იყო ღია და მნიშვნელოვანი თხოვნების სიას აგროვებდნენ. ასევე, მადლობას უხდიდნენ სამყაროს იმ ყველაფრისთვის, რაც ჰქონდათ.

კელტები ბელტეინის დღეს 1 მაისს აღნიშნავდნენ და საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებმა სხვადასხვა რიტუალი შეიმუშავეს, რომ ოჯახში წარმატება და იღბალი შეეტანათ. ეს არის მაგიური დღე, როცა სამყაროს ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის, გვაძლევს მოტივაციას და ამავდროულად, გვიბიძგებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ.

იმისათვის, რომ მაგიურ დღეს შეძლოთ, იღბალი მოიზიდოთ, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:

30 აპრილს ღამით, 1-ლი მაისის დადგომამდე, აუცილებლად დაასუფთავეთ სახლი ცოცხით. ეს დასუფთავების უძველესი საშუალებაა. ითვლება, რომ თუ ამ დღეს სახლს, გარემოს ცოცხით დაასუფთავებთ, სახლიდან არა მხოლოდ ნაგავს, არამედ ყველა ნეგატიურ ემოციასა და უიღბლობას გაიტანთ.

მნიშვნელოვანია, რომ პროცესის დროს გონებაში წარმოიდგინოთ, როგორ აგროვებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა ტკივილს ნაგვის პარკში და ურნაში აგდებთ.შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც ტკივილსა და ტანჯვას გაყენებთ და გსურთ, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს. შემდეგ ეს ფურცელი სანთლის ცეცხლით დაწვით. შემდეგ კი სამყაროს მადლობა გადაუხადეთ ყველა გათენებული და ბედნიერი დღისთვის. მადლიერების გამოხატვით კიდევ უფრო დიდ სიკეთესა და იღბალს მიიღებთ. იხილეთ სრულად

myquiz