"მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ის რაც გავაკეთე, არავის გაუკეთებია American idol-ის ისტორიაში. ასე რომ, გული არაფერზე დაგწყდეთ" - ნუცა ბუზალაძე
ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან მას ხმები არ ეყო. მიუხედავად ამისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია.
მომღერლის თქმით, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია. როგორც ნუცა ამბობს, მთავარი სურვილი, რაც ბავშვობიდან ჰქონდა, აისრულა.
"ახლა გავხსენი ტელეფონი და ძალიან ბევრი წერილი და ზარი მივიღე, ზუსტად ვიცი, როგორც განიცდით, როგორც მგულშემატკივრობდით. რადგან წინა ლაივშ ჟიურიმ შემარჩია, იმიტომ შევარჩიე ეს სიმღერა Show must go on (შოუ უნდა გაგრძელდეს) მინდოდა, ჩემი მესიჯი დამეტოვებინა. რომ ვიყავი ტოპ 12 კონკურსანტს შორის, ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა და სულ არ მაქვს ის განცდა, რომ თუ ტოპ 10 კონკურსანტში ვერ მოვხვდი, ამით დამთავრდა ყველაფერი - პირიქით დილიდან ვარ ძალიან ბედნიერი ვარ. მე ამას ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა. აქაურებისგან ზოგისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ზოგსაც ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, რაც მესმის. ცხადია, რომ ჩამოდიხარ "ამერიკის ვარსკლავში" არ არის მარტივი. უნდათ თავიანთი ჟანრი გაიყვანონ ფინალში, რასაც უსმენენ. ქანთრის 6 მომღერალია დარჩენილი შოუში.
მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ის რაც გავაკეთე, არავის გაუკეთებია American idol-ის ისტორიაში. ასე რომ გული არაფერზე დაგწყდეთ, ვინც ასე მგულშემატკივრობდით გულანთებული. მე ვიცი, რომ მთელი საქართველo მგულშემატივრობდა, ყველა ქართველი ემიგრანტი. მინდა ძალიან დიდ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, თქვენ კარგად იცით ჩემი ხასიათი. რადგან აქ ჩამოვედი ე.ი მაქვს გეგმები და იმაზე არ ინერვიულოთ თუ ბოღმიანი ხალხი კომენტარებს ნახავთ, ნუცა გავარდა რა კარგია და ა.შ. ამით
არაფერი დასრულებულა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, გულისწყვეტა არის იმ მხრივ, რომ 5 თვე ამ ადამიანებთან ვხოვრბდი და ალბათ ეს მომენატრება, თუმცა როცა გადადიხარ ტოპ 12 -ში გიწვევენ ფინალში და გამღერებენ ძალიან ცნობილ მომღერალთან. გულისწყვეტა მაქვს ერთადერთი იმაზე, თუმცა გულისწყვეტაც არ არის, ურალოდ გინდა, რომ მალე დაინახონ ის მომენტი, რომ ძaლიან ცდებოდნენ, ვინც ცუდ კომენტარებს წერდნენ. რასაც მე არ ვკითხულობდი, თუმცა ვიცოდი." - ამბობს ნუცა ბუზალაძე.