"ჰარი მამის კორონაციაზე ოჯახისგან შორს, 10 რიგის მოშორებით დაჯდება და ცერემონიას, რაც შეიძლება სწრაფად დატოვებს" - რას ამბობს სამეფო კარის ყოფილი მსახურთუხუცესი? | Allnews.Ge

"ჰარი მამის კორონაციაზე ოჯახისგან შორს, 10 რიგის მოშორებით დაჯდება და ცერემონიას, რაც შეიძლება სწრაფად დატოვებს" - რას ამბობს სამეფო კარის ყოფილი მსახურთუხუცესი?

"გა­ხიზ­ნუ­ლი“ პრინ­ცი მა­მის კო­რო­ნა­ცი­ა­ზე ოჯა­ხის­გან შორს, 10 რი­გის მო­შო­რე­ბით დაჯ­დე­ბა და ცე­რე­მო­ნი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ტო­ვებს", - აცხა­დებს ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რის ყო­ფი­ლი მსა­ხურ­თუ­ხუ­ცე­სი, პოლ ბა­რე­ლი ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა The Sun-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჩარლ­ზის მე­ფედ კურ­თხე­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა 3 დღემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრე­ბა.

ბა­რე­ლის აზ­რით, ნაკ­ლებ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ჰარი მა­მას და ძმას შე­უ­რიგ­დეს. მისი ვა­რა­უ­დით, შე­საძ­ლოა, მათ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ერ­თმა­ნეთ­თან სა­სა­უბ­რო დროც კი არ ჰქონ­დეთ:

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მათი შე­რი­გე­ბის შან­სი არარ­სე­ბუ­ლია. ვში­შობ, ჰა­რის უინ­ძო­რე­ბი ცი­ვად დახ­ვდე­ბი­ან".

ყო­ფი­ლი მსა­ხურ­თუ­ხუ­ცე­სი, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ჰარი მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის გამო და­ეს­წრე­ბა კო­რო­ნა­ცი­ას: "ის მოვა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­მა­მისს უნდა მისი იქ ყოფ­ნა. ჩარლ­ზი გა­ი­ხა­რებს, როცა მის ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ გა­სა­ო­ცარ დღეს ორი­ვე ვაჟი მას­თან იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ჰარი იქ დიდ დროს არ დაჰ­ყოფს,"- დას­ძი­ნა ბა­რე­ლიმ.

ბოლო გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ცი­ა­ზე სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი მე­უღ­ლის გა­რე­შე, მარ­ტო გა­მო­ცხად­დე­ბა. მე­გან მარ­კლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში თა­ვის 2 შვილ­თან - არ­ჩი­სა და ლი­ლი­ბეტ­თან ერ­თად დარ­ჩე­ნას და არ­ჩის 4 წლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას აპი­რებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჰარი ძმას და მა­მას იან­ვრის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ნა­ხავს.

myquiz