რას ამბობს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მკურნალი ექიმი
"პატრიარქს სასწრაფო დახმარება არ დასჭირდა-ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ექიმი განმარტავს, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
"ცრუ ინფორმაცია არის. არ დასჭირვებია სასწრაფო. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნორმალურია, სტაბილური“, - აღნიშნავს ცისანა შარტავა.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“.