“გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტხანს აპირებს დარჩენას” – „თიბისი კაპიტალი“ | Allnews.Ge

“გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტხანს აპირებს დარჩენას” – „თიბისი კაპიტალი“

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის შედეგები შეჯამდა. ასევე, განხილულ იქნა 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები;

“ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილების ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.

ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ - საერთაშორისოა, 29% - ქართული, 22% - კი რუსული. ასევე გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი - 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას“ - წერია კვლევაში.

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი, „თიბისი კაპიტალის“ ვერსიით, 2023 წელს - 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში - 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. იხილეთ სრულად

myquiz