მასშტაბური ძარცვა საბერძნეთში, რომლის მთავარი ფიგურანტი ქართველია - სამართალდამცავთა მტკიცებით, მან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა | Allnews.Ge

მასშტაბური ძარცვა საბერძნეთში, რომლის მთავარი ფიგურანტი ქართველია - სამართალდამცავთა მტკიცებით, მან საქართველოში 300 000 ევროს ღირებულების ნაქურდალი ჩამოიტანა

"რუს­თა­ვი 2 " ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­საც ცნო­ბი­ლი ბერ­ძე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ძარ­ცვა ედე­ბა ბრა­ლად. რო­გორც ირ­კვე­ვა და­ნა­შა­უ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მოხ­და, ამ პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და თან 300 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ქურ­და­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა. ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ის რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში - ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ამაღ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ისევ სა­ბერ­ძნეთ­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად არ გა­უ­მარ­თლა და ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია იუ­წყე­ბა ის ათენ­ში ახა­ლი გვა­რით ჩა­ვი­და, თუმ­ცა პას­პორ­ტის შეც­ვლამ არ იმუ­შა­ვა. "კუ­რი­ე­რის" მტკი­ცე­ბით, მათ შეძ­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლის ორი­ვე გვა­რის დად­გე­ნა - 43 წლის ოს­მან ხმა­ლა­ძე ოს­მან სხვე­დი­ა­ნი გახ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე გა­ი­შიფ­რა. სწო­რედ თბი­ლი­სი­დან აც­ნო­ბეს ბერ­ძენ გა­მომ­ძი­ებ­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის გეგ­მე­ბი.

43 წლის ოს­მან ხმა­ლა­ძე, სა­ბერ­ძნეთ­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ძარ­ცვის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია. ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა კა­ლო­ნი­კა­ში ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლი გა­ძარ­ცვა, სე­ი­ფი­დან 300 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ნაღ­დი ფული გა­ი­ტა­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი მსხვი­ლი ნა­ძარ­ცვით სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ემ­გზავ­რა..

"კუ­რი­ე­რი" დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ძარ­ცვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოს­მან ხმა­ლა­ძის ახ­ლობ­ლებს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ მხო­ლოდ იმას, რომ მა­მა­კა­ცი წლე­ბია ცოლ-შვილ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს.

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ძარ­ცვის საქ­მეს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს ბერ­ძნუ­ლი მე­დი­აც.

სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კი­სას 12 ოქ­როს ფუნ­ტი, 19 000 სომ­ხუ­რი დრა­მი, 15 გრა­მი კა­ნა­ფი, ორი პის­ტო­ლე­ტი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ძარ­ცვი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­თან ოს­მან ხმა­ლა­ძის შე­საძ­ლო კავ­ში­რის და­სად­გე­ნად.

myquiz