როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და "დიდუბის ხიდის" რეაბილიტაცია? | Allnews.Ge

როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და "დიდუბის ხიდის" რეაბილიტაცია?

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა და ის 2024 წლის იან­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა.

რო­გორც ბენ­დე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, და­წყე­ბუ­ლია "დი­დუ­ბის ხი­დის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა.

"დღეს და­ვი­წყეთ წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს რო­გორც მი­წის­ქვე­შა, ასე­ვე მი­წის­ზე­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სრუ­ლად შეც­ვლას. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად მთლი­ა­ნი გამ­ზი­რი გა­ნახ­ლდე­ბა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სრუ­ლად შე­იც­ვლე­ბა, სა­ჰა­ე­რო სა­დე­ნე­ბის მი­წის ქვეშ გან­თავ­სე­ბა, ასე­ვე გარე გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბის მონ­ტა­ჟი მოხ­დე­ბა. ასე­ვე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი თარ­გე­ბი და მი­წის­ქვე­შა ურ­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა. ამ პრო­ექტთან ერ­თად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და­ვი­წყეთ ე.წ. დი­დუ­ბის ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ვა­დებს, ხი­დის ნა­წილ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მი­ლი გვაქვს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში დას­რულ­დეს, ხოლო წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის ნა­წილ­ში, მომ­დევ­ნო წლის იან­ვრის თვე­ში. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩარ­თუ­ლი არის მე­რი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია. გარ­და ამი­სა, პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბის სრუ­ლად შეც­ვლა და გა­ნახ­ლე­ბა უნდა მოხ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­უ­ჯეტს, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის ბი­უ­ჯე­ტი 28 400 000 ლარს შე­ად­გენს, ხოლო ხი­დის ნა­წილ­ში ეს არის 4 200 000 ლარი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ებ­დეს და ასეც გვაქვს და­გეგ­მი­ლი, რად­გან სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ ვა­დებ­ში დას­რულ­დეს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გვაქვს ნათ­ქვა­მი. ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რა თქმა უნდა, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

myquiz