ახლობლების თქმით, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - რა ხდება ცნობილი ღვანკითში მომხდარ ტრაგედიაზე? | Allnews.Ge

ახლობლების თქმით, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - რა ხდება ცნობილი ღვანკითში მომხდარ ტრაგედიაზე?

სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღვან­კით­ში, სა­დაც შვილ­მა მამა მოკ­ლა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" გა­არ­კვია. მათი ცნო­ბით, 57 წლის მა­მა­კა­ცი აღ­დგო­მა დღეს ნა­ხეს სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­ნა­რე კაცს შვილ­მა ნა­ჯა­ხი ჩა­არ­ტყა.

"დი­ლას რომ ნა­ხეს, შვი­ლი გაქ­ცე­უ­ლი იყო, მაგ­რამ ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია", - ყვე­ბა ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, 22 წლის ახალ­გაზ­რდას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ის მუდ­მი­ვად იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს.

"ხონ­ში იწვა, მაგ­რამ მა­მამ გა­მო­იყ­ვა­ნა, წა­მალს არ აკ­ლებ­და. ნა­ჯა­ხით მო­უკ­ლია სა­წყა­ლი", - ამ­ბობს ის.

შსს ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz