გაჭირვებული ბავშვობა, რელიგიური შეზღუდვები და აკრძალული კანფეტები - კეტი პერის გზა სუპერვარსკვლავობამდე | Allnews.Ge

გაჭირვებული ბავშვობა, რელიგიური შეზღუდვები და აკრძალული კანფეტები - კეტი პერის გზა სუპერვარსკვლავობამდე

მას მერე, რაც ნუცა ბუზალაძე "ამერიკულ ვარსკვლავში" გამოჩნდა, ქართველი მაყურებლისთვის აქტუალური გახდა ეს შოუ და მისი ჟიურის წევრებიც, რომელთაგან ორი განსაკუთრებულად ცნობილია - მომღერლები ლაიონელ რიჩი და კეტი პერი. ამჯერად კეტი პერის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, რომელიც გულითადად ჩაეხუტა ნუცას ერთ-ერთი ემოციური ტურის შემდეგ და მის ყველა გამოსვლას აღტაცებული აკვირდება.

1756878-1-1681830915-1681896666.jpg

კეტი პერი რა ხანია, აღიარებული ვარსკვლავია. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და კეთილი ნების ელჩი, მხიარული და ეპატაჟური გოგონა გაკვირვებული ცისფერი თვალებით, წლებია, ხიბლავს მსმენელს და მაყურებელს და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული თავის სფეროში.

კეტი ელიზაბეთ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ამერიკაში, სანტა-ბარბარაში. მისი დედ-მამა ევანგელისტურ ეკლესიაში მსახურობდნენ, პასტორები იყვნენ. კეტის გარდა ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა. თავის დროზე მისი მშობლები, მარიუს და მერი ჰადსონები, საკმაოდ მგზნებარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მერი ჯიმი ჰენდრიკსსაც კი ხვდებოდა ახალგაზრდობაში. თუმცა ქორწინების შემდეგ ორივე "დამშვიდდა" და რელიგიაზე გადაერთნენ. ისეთი ღრმად მორწმუნენი გახდნენ, რომ შვილებს უმკაცრესაც ზრდიდნენ და აიძულებდნენ, ყველა მათი წესი თუ აკრძალვა გაეზიარებინათ. თავდაპირველად ბევრს მოგზაურობდნენ - ახალ-ახალ ქალაქებში აწყობდნენ სამლოცველოებს, ბოლოს კი სანტა-ბარბარაში დაბანაკდნენ.

uzn-15052184279-1681847717-1681896687.jpg

კეტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ოჯახს ხშირად ჰქონდა ფინანსური პრობლემები. იყო მომენტები, როცა შემწეობითაც სარგებლობდნენ, ხანდახან კი მშობლები ბავშვებს მრევლის შემოწირულობით კვებავდნენ. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, რელიგიურ ჩარჩოებშიც აქცევდნენ. ხანდახან, აბსურდამდე მიდიოდა მათი აკრძალვები. მაგალითად, Lucky Charms-ის ფირმის კანფეტებსა და ზეფირებს უკრძალავდნენ, რადგან ამ სახელწოდების ხმამაღლა წარმოთქმა თურმე წააგავდა სიტყვას Lucifer (ლუციფერი). ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა მერის და ბავშვებიც არ აპროტესტებდნენ.

კეტი ქრისტიანულ სკოლაში დადიოდა, ყოველ ზაფხულს დადიოდა საზაფხულო ბანაკში, უქმეებზე კი საეკლესიო გუნდში მღეროდა. თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მოსწონდა სახლში აკრძალული "ნირვანას" შემოქმედება, "ქუინის", ალანის მორისეტისა და ჯონ მიტჩელის სიმღერები. საყვარელი შემსრულებლების დისკებს გოგონა საიდუმლოდ უსმენდა მეგობრებთან სტუმრად ყოფნისას. იხილეთ სრულად

myquiz