"კიდევ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა" - ნუცა ბუზალაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი ამერიკელები | Allnews.Ge

"კიდევ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა" - ნუცა ბუზალაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი ამერიკელები

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი ამე­რი­კულ მე­გაპ­რო­ექტ American Idol-ში გრძელ­დე­ბა. გუ­შინ­დელ ტურ­ში მან ცნო­ბი­ლი ჰიტი Paris (Ooh La La) შე­ას­რუ­ლა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი და­ან­თო.

აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და ჟი­უ­რიც. სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბის დროს ნუ­ცამ მთე­ლი დარ­ბა­ზი აი­ყო­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ American Idol-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რი სწო­რედ ნუ­ცას გა­მოს­ვლას აქვს.

"ოოჰ ლა ლა... ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ რა მოხ­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით!! მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და ხმე­ბის­თვის, რო­მელ­საც ჩემ­თვის აგ­ზავ­ნით! ხმის მი­ცე­მის­თვის კი­დევ 6 სა­ა­თი გვაქვს" - წერს ნუცა სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნუცა TOP 24 კონ­კურ­სანტს შო­რის არის და ახლა გა­დამ­წყვე­ტი მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაა. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე მარ­თლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა, რაც არც ჟი­უ­რის გა­მოჰ­პარ­ვია და არც აუ­დი­ტო­რი­ას.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოს­ვლა, ის მხო­ლოდ კი არ მღე­რის, შოუს დგამს, სწო­რედ ეს არის ის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც American Idol-ს სჭირ­დე­ბა."

"სა­ო­ცა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. მისი ვო­კა­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია"

"მას უბ­რა­ლოდ უნდა უყუ­რო და ისი­ა­მოვ­ნო"

"სა­ო­ცა­რი წარ­მოდ­გე­ნა დად­გა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ."

"ვფიქ­რობ, რომ მისი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა ახ­დე­ბა."

"ის ვარ­სკვლა­ვად არის და­ბა­დე­ბუ­ლი", - წე­რენ ამე­რი­კე­ლე­ბი ნუ­ცას გა­მოს­ვლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

American Idol-ის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე ხმის მი­ცე­მა გუ­შინ და­ი­წყო! თუ გსურთ, რომ მოვ­ხვდე ტოპ 20 კონ­კურ­სანტს შო­რის, თითო ადა­მი­ან­მა 30 ხმა უნდა მომ­ცეთ! ამის­თვის არ­სე­ბობს შემ­დე­გი გზე­ბი:

  • მაქ­სი­მუმ 10 ხმა - ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე (ერთჯე­რა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის გზით): AmericanIdol.com/vote;
  • მაქ­სი­მუმ 10 ხმა - სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით: American Idol app მაქ­სი­მუმ;
  • 10 ხმა ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ჩემს ნო­მერ­ზე რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს გვე­ცო­დი­ნე­ბა და დავ­წერ! მარ­თლა თქვე­ნი იმე­დი მაქვს!" - და­წე­რა ნუ­ცამ ამ ცოტა ხნის წინ.
myquiz