როგორ იქცა საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული ქალი სერიულ მკვლელად? | Allnews.Ge

როგორ იქცა საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული ქალი სერიულ მკვლელად?

ეს ამბავი მე-19 საუკუნის დასასრულს, სერბეთში მოხდა. მაშინ ანბანსა და დამწერლობას თავისუფლად მოსახლეობის მხოლოდ 30% ფლობდა და ქვეყნის შიგნითაც არეულობა იყო. მედიცინაში უამრავი ხარვეზი არსებობდა და არც მედიკამენტები იყო ეფექტური. სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობდა ქალი, სახელად ანა, რომელიც ადამიანების დასახმარებლად სხვადასხვა გზას მიმართავდა და პოპულარული იყო. მას ბაბა ანუიკადაც მოიხსენიებდნენ. მცირე დასახლებაში სამედიცინო დახმარება რომ მიეღოთ, ის ერთადერთი ხსნა იყო და საკმაოდ დიდი ნდობითაც სარგებლობდა. თუმცა, მოგვიანებით მან ეს ნდობა სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენა...

5-1681208628-1681796012.jpg

ანა დი პიშტონია რუმინეთში, 1838 წელს, მდიდარი მეწარმის ოჯახში დაიბადა და იმ დროისთვის შესანიშნავი განათლებაც მიიღო. კარგად იცოდა ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და უცხოური ენები. გოგონა ოცნებობდა, რომ კარგი განათლებისა და წარმოსადეგი ოჯახის წყალობით, მდიდარ ბიჭზე დაქორწინდებოდა და რუმინეთში მშვიდად იცხოვრებდა, თუმცა ბედი მას სულ სხვა გზას ჰპირდებოდა.

1849 წელს მისი ოჯახი იძულებული გახდა, რუმინეთი დაეტოვებინა და ახლანდელი სერბეთისა და რუმინეთის საზღვარზე დასახლდნენ. იქ უამრავი ახალგაზრდა ოფიცერი იყო და გამოუცდელ ანასაც ერთ-ერთი მათგანი შეუყვარდა. ბიჭმა მასთან ურთიერთობა დაიწყო, თუმცა მოულოდნელად მიატოვა და უთხრა, რომ ჯარში, საბრძოლველად მიჰყავდათ. მალევე გაირკვა, რომ ბიჭმა, რომელიც შეუყვარდა, სიფილისით დააინფიცირა. ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლის მკურნალობასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა და მტკივნეული პროცესიც იყო. ახალგაზრდა ქალისთვის იმედგაცრუება, მიტოვების შეგრძნება, წყენა და ბრაზი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანები, მით უფრო მამაკაცები, საერთოდ შესძულდა... იხილეთ სრულად

myquiz