რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას: სასულიერო პირი სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე

"ცუდი ტრა­დი­ცია იყო, რომ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ადა­მი­ა­ნე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და შემ­წე­ო­ბით, და­სა­ბა­მი და­ე­დო აღ­დგო­მის სწო­რად აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ამ დღეს არ გა­ვი­დეთ საფ­ლავ­ზე", - ამ­ბობს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­კი­თხზე ვე­სა­უბ­რეთ თუ ქრის­ტეს აღ­დგო­მის შემ­დეგ, რო­დის უნდა გა­ვი­დეთ მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებ­ზე.

- აღ­დგო­მა არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ, ცო­ცხლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია, ანუ სიკ­ვდი­ლი და­ით­რგუ­ნა და ქრის­ტე აღ­დგა. მაგ­რამ ჩვენ­ში არა­ერ­თი ეკ­ლე­სია სა­საფ­ლა­ოს­თან მდე­ბა­რე­ობს და აღ­დგო­მას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ძა­ხი­ლე­ბით, - "ქრის­ტე აღ­დგა!" ეგე­ბე­ბი­ან.

შემ­დგომ ტაძ­რის გარ­შე­მო შე­მო­ტა­რე­ბა ხდე­ბა და იმ დროს სიმ­ბო­ლუ­რად საფ­ლა­ვებ­ზეც და­დე­ბენ ხოლ­მე კვერ­ცხს, შე­ძა­ხი­ლე­ბით: ქრის­ტე აღ­დგა! ანუ იმის შე­სახ­სე­ნებ­ლად, რომ აღ­დგე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ეს ტრა­დი­ცია არ არის ცუდი და არც არა­ფე­რი შე­ზღუდ­ვაა იმა­ში, რომ საფ­ლავ­თან არ მიხ­ვი­დე, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ რად­გა­ნაც ქრის­ტე აღ­დგა - ეს სი­ცო­ცხლის სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია და არა გლო­ვი­სა და მწუ­ხა­რე­ბის.

- ადრე ეშ­ლე­ბო­და­თო... მგო­ნი, ეს დღე­საც ეშ­ლე­ბათ...

- ძი­რი­თა­დად აღარ ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ მათ, ვი­საც ეს ჯერ კი­დევ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს, სა­ჭი­როა შეხ­სე­ნე­ბა, რომ აღ­დგო­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დღე არ არის და ამ პე­რი­ოდ­ში საფ­ლავ­ზე გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მივ­ლენ, საფ­ლავს უნდა შე­უ­ძა­ხონ, რომ ქრის­ტე აღ­დგა! რი­თაც დიდი სი­ხა­რუ­ლი შე­მო­დის. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის უწ­მინ­დეს­მა და­ა­წე­სა ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი კა­ლენ­დარ­ში, აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, რო­მელ­საც საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღე, დი­დუ­ბო­ბა ჰქვია. შემ­დგომ კი კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის სამ­შა­ბა­თი, ანუ თო­მას კვი­რის შემ­დეგ არის მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი დღე. იხილეთ სრულად

ლალი ფაცია

myquiz