რა უნდა გავაკეთოთ აღდგომას გარდაცვლილი ახლობლებისთვის და როდის ჯობია საფლავზე გასვლა | Allnews.Ge

რა უნდა გავაკეთოთ აღდგომას გარდაცვლილი ახლობლებისთვის და როდის ჯობია საფლავზე გასვლა

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. არ არსებობს ოჯახი, რომელიც ამ დღისთვის საგანგებოდ არ ემზადება. როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ოჯახმა ეს დღე, როგორ მიულოცოს მიცვალებულებს, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები და როდის ჯობს საფლავზე გასვლა - გვესაუბრება მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- თუ აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში ვერ შევხვდით, როგორ უნდა აღვნიშნოთ შინ ეს დღე და როდის წავიდეთ ეკლესიაში?

- წესით, მიზეზი არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ასაკოვნებს. იქნებ ბოლო პასექი იყოს ჩვენთვის და ამ ხსნას როგორ უნდა დავაკლდეთ? სანთელი დავანთოთ და აღდგომის ტროპარი ვიმეოროთ ჩაძინებამდე.

- ბავშვებს რა როლი და მოვალეობა ეკისრებათ აღდგომის დღესასწაულზე?

- ქრისტეს შეხვდნენ და წმინდა სისხლსა და ხორცს ვაზიაროთ.

-კვერცხის შეღებვა წითელი პარასკევის გარდა კიდევ როდის არის საჭირო?

- კვირაცხოვლობასაც არსებობს ეს ტრადიცია, ანუ თომას კვირას.

- აღდგომამდე პასკის ან შეღებილი კვერცხის ჭამა შეიძლება?

- მარხვას ხომ არ დაარღვევთ აღდგომამდე? მაშინ საერთოდ კვერცხის შეღებვის ისტორიულობასაც ეკარგება ფასი.

- საფლავებზე ხალხს არა მარტო წითელი კვერცხი და პასკა, პურმარილიც მიაქვს... რამდენად სწორია ეს და როგორ უნდა ხდებოდეს სინამდვილეში?

- საფლავზე ღრეობა დაუშვებელია, ჩვენ თუ ვერ ვლოცულობთ ღირსეულად და დღესასწაულს ჯეროვნად ვერ ვეგებებით, მიცვალებულებს მაინც ვაცალოთ, ნუ შევაწუხებთ ჩვენი ქმედებით. მივულოცოთ აღდგომა ჩვენს წინაპრებს და რწმენით ვუთხრათ: გიხაროდენ, ქრისტე აღდგა! გავიტანოთ კვერცხი და ღვინო. არ არის აუცილებელი, ნაკურთხი იყოს. იხილეთ სრულად

myquiz