დღეში რამდენი პასკის ჭამა შეიძლება აღდგომაზე? | Allnews.Ge

დღეში რამდენი პასკის ჭამა შეიძლება აღდგომაზე?

სააღდგომო პასკა მზადდება თეთრი ფქვილისა და შაქრისგან და საკმაოდ მაღალკალორიული საკვებია.ამიტომ რეკომენდირებულია სააღდგომო პასკის მხოლოდ პატარა ნაჭერი, რაც დღეში დაახლოებით 80-150 გრამს შეადგენს.

„სააღდგომო პასკების ჭარბად მიღების დროს, საშიშროება არის წონის მომატება. გარდა ამისა, ამ დროს ვიღებთ ნაკლებ ჯანსაღ საკვებს, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. ამიტომ, უმჯობესია არ გადააჭარბოთ სააღდგომო პასკის დღიურ ნორმას.

განსაკუთრებით არ უნდა ჭამოთ სააღდგომო პასკა, თუ ადამიანს აწუხებს დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, სიმსუქნე, მაღალი ქოლესტერინი და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. გარდა ამისა, შემადგენლობაში შემავალი შაქარი უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ფიგურაზე, არამედ კბილებზეც.

კვებითი ღირებულებით უფრო საინტერესოა ხაჭოს პასკა. მას აქვს მეტი ცილა და ნაკლები ნახშირწყლები, ვიდრე კლასიკურ, თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პასკას. მაგრამ მიუხედავად ამისა არ არის რეკომენდებული დღეში მისი 100-150 გრამზე მეტის ჭამა.

აღდგომაზე ასევე უნდა მივიღოთ დღეში არა უმეტეს 3-4 კვერცხი.

myquiz