უქმე დღეებში ბანკიდან ბანკში გადარიცხვას 10 წამი დასჭირდება - სებ-ის ახალი სისტემა
მსოფლიო ბანკის (WB) ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დამონტაჟებას.
IPS სისტემა უზრუნველყოფს ბანკთაშორისი გადარიცხვების დაჩქარებას და მისი საშუალებით, 365 დღის განმავლობაში, მათ შორის, უქმე დღეებშიც ერთი ბანკიდან მეორეში გადარიცხვის მაქსიმალური დრო 10 წამი იქნება.
„საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება პროექტით „საქართველოს დახმარება და აღდგენა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის“ და სურს, ამ ფინანსების ნაწილი გამოიყენოს მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებისთვის, დამონტაჟებისთვის, ინტეგრციისთვის, დატესტვისთვის და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის“, - წერია სატენდერო განაცხადში.
ყველა ეს ოპერაცია საკონტრაქტო შეთანხმებდან არაუგვიანეს 21 თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში, კომპანიამ, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყოს გეგმის შედგენა, ასევე ბანკის თანამშრომლების ტრენინგი და გადამზადება, საგარანტიო და ადმინისტრაციული სერვისები და ტექნიკური დახმარება.