საბერძნეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის ოჯახში მუშაობდა: ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა | Allnews.Ge

საბერძნეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის ოჯახში მუშაობდა: ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა

სა­ბერ­ძნეთ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, თერ­ჯო­ლის მკვიდ­რი 66 წლის მე­დეა შუღ­ლა­ძე. რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ბერ­ძე­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კა­ტე­რი­ნა კე­ნუ­რი­უს ოჯახ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა, რო­მელ­საც გუ­შინ პირ­და­პირ ეთერ­ში აც­ნო­ბეს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო, თუმ­ცა გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა მა­ინც გა­აგ­რძე­ლა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მის­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით იყო და ტრა­გი­კულ­მა ცნო­ბამ მას­ზე მძი­მედ იმოქ­მე­და.

“მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ქალ­ბა­ტო­ნო, რად­გან სა­კუ­თარ შვილ­ზე მე­ტად მიფრ­თხილ­დე­ბო­დი. ულა­მა­ზე­სი სული გქონ­და, სიყ­ვა­რუ­ლით, რწმე­ნი­თა და სი­კე­თით სავ­სე. შენ მე უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი გამ­ხა­დე, უკვე ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი და ჩემი სახ­ლი უშე­ნოდ ცა­რი­ე­ლია…

სი­ტყვებს არ შე­უძ­ლი­ათ ცრემ­ლე­ბის შეშ­რო­ბა… არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ! მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის! მოდი ხოლ­მე და ისევ მო­მე­ცი რჩე­ვე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის…” - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

myquiz