"რესტორანში, სადაც მდიდარი ხალხი დადის, ჩემი შეშვება არ უნდოდათ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ შიგნით ჩამოკიდებული მიქელანჯელოს შეძენაც შემიძლია, უცებ საპატიო სტუმარი გავხდი" | Allnews.Ge

"რესტორანში, სადაც მდიდარი ხალხი დადის, ჩემი შეშვება არ უნდოდათ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ შიგნით ჩამოკიდებული მიქელანჯელოს შეძენაც შემიძლია, უცებ საპატიო სტუმარი გავხდი"

"დემნა გუშინ,პარიზში" - ასე ასათაურებს ქართველი დიზაიერის, Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გავასალიას ფოტოებს "Demna Daily" და დიზაიერის მოყოლილ ამბავს ურთავს თან.

"სხვების ჩაცმაზე უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე საკუთარზე. ჩემთვის მთავარია კომფორტულად ვიყო. ძალიან მიყვარს ძველი ტანსაცმელი და ზოგადად ძველებური რაღაცები.

2021 წელს პარიზის „სუპერ პრესტიჟულ“ რესტორანში, სადაც მდიდარი ხალხი სმოკინგებით დადის, ჩემი შეშვება არ უნდოდათ, მაგრამ როცა გაიგეს რომ შიგნით ჩამოკიდებული მიქელანჯელოს შეძენაც შემიძლია, უცებ საპატიო სტუმარი გავხდი. სოციუმი იმდენად დაცემულია, რომ ჩაცმულობით განგსჯიან, შეგიძლია თუ არა „პრესტიჟულ“ რესტორანში ივახშმო".

myquiz