"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა? | Allnews.Ge

"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

გა­ზეთ­ში "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მას­თან, ბად­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი რატი შე­ლე­გია ბა­თუმ­ში შეხ­ვდა და საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა. მათ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის - ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ზე, ხვი­ჩას სა­ფეხ­ბურ­თო მო­მა­ვალ­ზე, ნე­ა­პოლ­ზე და ა.შ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია:

- ნე­ა­პო­ლი ულა­მა­ზე­სი, დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქა­ლა­ქია, ნე­ა­პო­ლე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის კი უამ­რა­ვი მსგავ­სე­ბა, მაგ­რამ რად გინ­და? ხვი­ჩა გა­რეთ გას­ვლას ვერ ახერ­ხებს... იტა­ლი­ა­ში 3-4 თვის ჩა­სუ­ლი იყო, როცა სახ­ლი გა­მო­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყიდ­ლად წავ­ყე­ვით. ხვი­ჩამ კეპი და­ი­ფა­რა, კა­პი­უ­შო­ნიც წა­მო­ი­ხუ­რა, სათ­ვა­ლე და პირ­ბა­დე გა­ი­კე­თა - ისე იყო შე­ნიღ­ბუ­ლი, ქუ­ჩა­ში რომ შემ­ხვედ­რო­და, მე ვერ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ არც ამან გვიშ­ვე­ლა: შე­ვე­დით თუ არა მოლ­ში, ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა, ხვი­ჩაო და 10 წამ­ში ჩვენ გარ­შე­მო იმ­დე­ნი ხალ­ხი მოგ­როვ­და, იქ დარ­ჩე­ნას აზრი აღარ ჰქონ­და. წა­მო­ვე­დით, ხვი­ჩა სახ­ლში დავ­ტო­ვეთ და ჩვენ ვი­ყი­დეთ ტე­ლე­ვი­ზო­რი... ერ­თა­დერ­თხელ მო­ვა­ხერ­ხეთ ხვი­ჩას­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა - პომ­პეი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. ნე­ა­პოლ­ში ვი­პო­ვეთ ერთი მყუდ­რო რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით "შე­ვი­პა­რე­ბით" ხოლ­მე მთე­ლი ოჯა­ხი, ვვახ­შმობთ და "კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად" ვბრუნ­დე­ბით სახ­ლში.

kvaras-mama234-50905-1681188487.jpg

- როცა ნე­ა­პოლ­ში ხვი­ჩას მან­ქა­ნა მო­ი­პა­რეს, ყვე­ლას ნი­კან­დრო ქი­რია გაგ­ვახ­სენ­და, დათა თუ­თაშ­ხი­ას რომ ეკი­თხე­ბა, სა­მეგ­რე­ლო­ში შენ მოგ­პა­რეს რა­მეო?! ხვი­ჩა­ზე რო­გორ იმოქ­მე­და ამ ამ­ბავ­მა?

- უსი­ა­მოვ­ნო იყო. ნე­ა­პოლ­ში არა­ერ­თი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მო­უ­პა­რავთ ავ­ტო­მან­ქა­ნა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად, ჩვენ იმას ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, მარ­თლაც ქარ­თვე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო დამ­ნა­შა­ვე...

...

- ცნო­ბი­ლია, რომ ხვი­ჩას და დე­დათ­ქვენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და?

- ბე­ბია ვის არ უყ­ვარს, მაგ­რამ მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ - ხვი­ჩა "დუ­ნი­ჩკას" ეძახ­და... ბე­ბია ყო­ველ­დღე ელა­პა­რა­კე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით, შვი­ლიშ­ვი­ლი კი სულ ეუბ­ნე­ბო­და, ბები, შენ რომ იცი, ისე მი­თხა­რი "გო­ლუ­ა­ფი­როო" (მეგრ. "შე­მო­გევ­ლე"). ეს ტკბი­ლი სი­ტყვა ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებ­და, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით ავ­სებ­და. დუ­ნი­ას მე­უღ­ლე, შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ და რა გა­საკ­ვი­რია, თვი­თო­ნაც რომ ფეხ­ბურ­თის სტა­ჟი­ა­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. უშეც­დო­მოდ ჩა­მოთ­ვლი­და ხოლ­მე სხვა­დას­ხვა კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს... სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვურ­თეთ სა­ფეხ­ბურ­თო არხი და შვი­ლიშ­ვი­ლის თა­მა­შე­ბის გარ­და, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მატ­ჩებ­საც ადევ­ნებ­და თვალს.

...

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე­ზეც გკი­თხავთ: ნიცა ისე­დაც სულ ხვი­ჩას გვერ­დით იყო, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი ყვე­ლა მათ ნიშ­ნო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ზო­გი­ერ­თმა ისიც და­წე­რა, რა­ტომ ჩქა­რობს ხვი­ჩა და­ო­ჯა­ხე­ბას, ჯობს, ამ ეტაპ­ზე მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას და­უთ­მო­სო...

- ჯერ მხო­ლოდ და­ი­ნიშნ­ნენ, მაგ­რამ როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, მე­უღ­ლე ან მა­შინ რა­ტომ შე­უშ­ლის ხელს სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში?! პი­რი­ქით... ვარ­ჯი­ში­დან ხვი­ჩა ისე­დაც სახ­ლში მო­დი­ო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი გუ­ლის სწო­რი გვერ­დით ჰყავ­დეს? დროს თუ გა­მო­ნა­ხავ­დნენ, აქამ­დეც ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

myquiz