როდის არის საუკეთესო დრო კბილების გახეხვისთვის - საუზმემდე თუ მის შემდეგ? | Allnews.Ge

როდის არის საუკეთესო დრო კბილების გახეხვისთვის - საუზმემდე თუ მის შემდეგ?

თეორიის „ჯერ კბილები, შემდეგ საკვები“ მომხრეები ამტკიცებენ, რომ ბაქტერიები პირის ღრუში ღამით მრავლდება და საუზმის წინკბილების ზედაპირი ბაქტერიული ნადებისგან უნდა გაიწმინდოს. ხოლო ისინი, ვინც ჯერ საუზმობენ და მხოლოდ შემდეგ მიდიან აბაზანაში, დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით არა მხოლოდ ასუფთავებენ კბილებს, არამედ ათავისუფლებენ პირის ღრუს საკვების ნარჩენებისგან, ანუ ორმაგ სარგებელს იღებენ.

ვინ არის მართალი? რა არის ამ ნაბიჯების შესრულების სწორი თანმიმდევრობა? ჯერ კბილები გაიხეხეთ და მერე ისაუზმეთ თუ პირიქით?

მეცნიერების თვალსაზრისით, პირველები მაინც მართლები არიან. სანამ კბილები და ღრძილები ექვემდებარებიან სხვადასხვა საკვებისა და სასმელის (განსაკუთრებით ფორთოხლის წვენის) ხშირად საკმაოდ აგრესიულ ზემოქმედებას, ისინი უნდა იყვნენ „სრულად შეიარაღებული“.

ფაქტია, რომ წმენდა არა მხოლოდ ასუფთავებს კბილებს ბაქტერიული ნადებისგან, არამედ მინანქარს ფარავს დამატებითი დამცავი ფენით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მინანქრის ეროზია კბილებს დაუცველს ხდის ინფექციებისა და კარიესის მიმართ. გარდა ამისა, კბილების გახეხვა ასტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების პროცესში და პირის ღრუს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ კბილები პიტნის კბილის პასტით გაიხეხეთ და მაშინვე დალიეთ, მაგალითად, ფორთოხლის წვენი, მისი გემო შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. იხილეთ სრულად