საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომზე - ახლა მოლაპარაკების დრო არ არის - ამინდი საომარია
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში „ამინდი ახლა საომარია“ და მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა.
ემანუელ მარკონმა ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტის დროს გამოცემა Les Échos-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იგივე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ. კერძოდ, რომ დღეს საომარი ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა.
„პირველი: გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვა. მეორე: ბირთვული ძალის მკაფიო შეხსენება და ჩინეთმა უნდა გამოიტანოს დასკვნები იმ ფაქტის შედეგების შესახებ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა განათავსა ბირთვული იარაღი ბელარუსში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ არ გააკეთებდა ამას. მესამე, ძალიან მკაფიო შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვის შესახებ და მეოთხე, მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.