"ბევრ პოლიტი­კოსს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, აქვთ მიქირავებული ბინა რუსებისთვის" | Allnews.Ge

"ბევრ პოლიტი­კოსს, მათ შორის ოპოზიციონერებსაც, აქვთ მიქირავებული ბინა რუსებისთვის"

სიტყვა "რიელტორი" ინგლისური ენიდან მოდის. ამ პროფესიის წარმომადგენელთა­ გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული ფიქსირებული თანხაა რეალიზებულ პროდუქტზე. რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია­ რიელტორი ნინი მამაგულაშვილი:

- ჩემი მოვალეობაა მოქალაქეებს ბინების ყიდვა-გაყიდვასა და ქირაობა-გაქირავებაში დავეხმარო. ამ საქმეში ფეხის მოსაკიდებლად აუცილებლად უნდა იყო კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, ცოტა ფსიქოლოგობაც გჭირდება, და რა თქმა უნდა, იღბალი.

ტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ დაიწყო 90-იანი წლების არეულობა და აღარავის სჭირდებოდა ქიმიკოსი. იმხანად დავოჯახდი, ბავშვები შემეძინა და ქმარს რომ გავცილდი, თავი ხომ უნდა მერჩინა, ამიტომ დავიწყე რიელტორობა. სადაც ვცხოვრობდი და ვმოძრაობდი ბავშვობაში, სტუდენტობაში, იმ უბნებს, ვაკეს, ვერას, საბურთალოს, კარგად ვიცნობ და ამიტომაც მიადვილდება მუშაობა.

- რა უმთავრესი თვისება უნდა ჰქონდეს განვითარებული რიელტორს?

- ინტუიცია ჩვენს საქმეში საჭირო და მნიშვნელოვანია. რომ დაგირეკავენ, მაინცდამაინც ეს ბინა მინდაო, შენ გონებით უკვე ტვინში ხაზავ, აქ თუ არ მოეწონა, მერე რომელ ბინაში წაიყვან. ხალხთან ხშირი ურთიერთობის წყალობით უკვე გიმუშავდება­ ინტუიცია, უმრავლეს შემთხვევაში შეგიძლია გამოიცნო, ვინ რისი გადამხდელია. ხვდები, ღირს თუ არა მასთან თანამშრომლობა, თორემ ზოგი ისეთია, წლობით ათვალიერებს გასაყიდ ბინებს და ამ დროს ფული ხელში არ უჭირავს. ერთს თეთრი კარკასის შეძენა უნდოდა. მივიყვანე, დაათვალიერა და მეუბნება, ამ ვარიანტს დიდი ნაკლი არა აქვს, მაგრამ მაინც სხვა ბინები მანახეო. რამდენი ხანია ბინას ეძებთ-მეთქი? 3 წელიო. მაშინ მივხვდი, რომ არასდროს არაფერს იყიდდა.

არიან ისეთები, გეუბნებიან, ხვალ გეტყვი პასუხსო, მერე კი ბრუნდება ბინის პატრონთან ან გამქირავებელთან და ეუბნება, დამიკელი, რაც რიელტორს უნდა მისცეო.

მეც მქონდა შემთხვევა. გოგოს ბანკი უყიდდა ბინას, ტირილით მოვიდა, მიშველეთო. სასწრაფოდ დავახვიეთ მთელი თბილისი და ბინა რამდენიმე დღეში ისეთ ფასად გავაყიდვინეთ, გამოსახლების ალბათობაც მოეხსნა და ოროთახიანის ყიდვის შანსიც მიეცა. რამდენიმე ვარიანტი ვაჩვენეთ და მოვიფიქრებო, გვითხრა. ამის მერე დაიკარგა. 5 დღის შემდეგ ერთი ოროთახიანის მეპატრონე მოგვადგა ოფისში და ჩვენი გასამრჯელო მოგვიტანა, ჩემი ბინა თქვენმა მოყვანილმა გოგონამ შეიძინა და მომსახურების თანხა მოგიტანეთო. ასეთი­ წესიერი იყო ის კაცი, ბინის დაკარგვას გადარჩენილი გოგონა კი უსინდისოდ მოგვექცა.

ერთხელ ბაგებში ბინის საყიდლად მივიყვანე ახლობელი. მეორე დღეს მისულა მეპატრონესთან, რიელტორის თანხა დამიკელი და სულ ჩავხსნათ ჩვენი მოლაპარაკებიდანო. დამირეკა იმ ადამიანმა და მითხრა, ეგეთ ხალხს აღარ ენდო და სხვა მყიდველი მომიძებნეო.

- ამბობენ, უკრაინა-რუსეთის ომის გამო ძალიან მოიმატა ფასებმაო.

- ომის პირველ თვეებში არაადეკვატური ფასები იყო, ახლა ცოტა დაიწია. ვინც ახლა შემოდის, უფრო ღარიბი ფენაა. ძველი შემოსულებიც, რომლებიც კოლოსალურ თანხად გაურიგდნენ მეპატრონეს, შედარებით იაფ ბინებს ეძებენ.

- რა მოთხოვნები აქვთ დამქირავებლებს?

- თანამედროვე ბინები, აუცილებელია­ გათბობა, კონდიციონერი. არიან ძალიან მდიდრები, რომლებიც 2-3-ათასიან ბინებში შედიან და პრემიუმკლასს ითხოვენ. სხვათა შორის, ბევრს მოსწონს "სტალინკები", მაღალჭერიანი ბინები.

- დაქირავების მსურველებში რუსი უფრო მეტია თუ უკრაინელი?

- რუსები ჭარბობენ. ერთი უკრაინელი გოგონა ქმარ-შვილთან ერთად 300 დოლარად დავაბინავე. მომსახურების თანხა არ გამომირთმევია, დედა ვარ და ომს გამოქცეულის ვარამზე როგორ მოვითბობდი ხელს.

- ტრანსპორტში­ მოვისმინე, "სპალნი" რაიონს ვეძებთო. რას გულისხმობდნენ?

- "სპალნი" რაიონს ვაჟა-ფშაველას კვარტალებს უწოდებენ, თან ცენტრში რომ არიან და თან ხმაური არ შედის სახლში. სიწყნარე უნდათ, იმიტომ, რომ აქ შემოსულთა 80% შინიდან ონლაინ მუშაობენ. იხილეთ სრულად

myquiz