"ნაძირალა მამამ ისე დააშინა, რომ ხმას ვერ იღებდა, 7 წელი ძალადობდა შვილზე" - რას ჰყვებიან შემზარავ ფაქტზე კახეთში, სადაც მოძალადის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ | Allnews.Ge

"ნაძირალა მამამ ისე დააშინა, რომ ხმას ვერ იღებდა, 7 წელი ძალადობდა შვილზე" - რას ჰყვებიან შემზარავ ფაქტზე კახეთში, სადაც მოძალადის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

კა­ხეთ­ში შსს-მ ორ სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში, ორი სხვა­დას­ხვა პირი და­ა­კა­ვა, 14 წლის გერ­სა და 15 წლის შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, რაც, მა­მი­ნაც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, არას­რულ­წლო­ვა­ნის მე­გო­ბარ­მა აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას, მა­მის შემ­თხვე­ვა­ში კი - 15 წლის გო­გო­ნას მას­წავ­ლე­ბელ­მა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის მე-11, 137-ე, 138-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მა­მი­ნაც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და არას­რულ­წლო­ვა­ნის მინ­დო­ბით აღ­ზრდი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ; მა­მის შემ­თხვე­ვა­ში კი ძა­ლა­დო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და. რაც არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, არა­მედ, გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მარ­თაც აჩენს კი­თხვის ნიშ­ნებს.

და­ვუ­კავ­შირ­დით 15 წლის მო­ზარ­დის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს (რო­მელ­თაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვეს). მათი თქმით, ხალ­ხი მზად არის, დამ­ნა­შა­ვე ლინ­ჩის წე­სით გა­ა­სა­მარ­თლოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ლინ­ჩის წეს­სა და მის გამო კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლის ნაც­ვლად, უმ­ჯო­ბე­სია, მსგავს და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე დავ­ფიქ­რდეთ. მით უფრო, რომ ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან, რა­ტომ ვერ მოხ­და ბავ­შვის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და.

- ეგ კი­თხვა ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ, პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა მსგავ­სი რამ ჩა­ი­დი­ნოს, რომ თით­ქოს გო­ნე­ბა ეჭვსაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სხვე­ბის თვალ­წინ ეს ნა­ძი­რა­ლა რომ არა­ფერს იმ­ჩნევ­და, ეს ცხა­დია. ერ­თა­დერ­თი ის იყო, რომ მისი ამაზ­რზე­ნი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა გან­გი­ზი­დავ­და მის­გან. არც მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე იცო­და სო­ფელ­მა, ეს კაცი სო­ფელ­ში ზედსი­ძედ არის მო­სუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, მის წარ­სულს არ ვიც­ნობ­დით. არა­და, თურ­მე ად­რეც ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე ყო­ფი­ლა ნა­სა­მარ­თლე­ბი და მერე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა ჩვე­ნი სოფ­ლის მკვიდრზე. რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვის დე­და­მაც იცო­და.

გარ­და ამი­სა, ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და ბავ­შვის დედა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუ­დამ შინ იყო. არ ვიცი, რო­გორ ვერ უნდა შე­ემ­ჩნია მის თავს რა ხდე­ბო­და, ან მისი შვი­ლი რა­ტომ იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ჩა­კე­ტი­ლი. თუკი ეჭვი გა­მარ­თლდა და გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვის დედა ფაქტს მა­ლავ­და, მა­შინ მა­საც იგი­ვე სას­ჯე­ლი უნდა მი­ე­სა­ჯოს, რა­საც შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად მო­ძა­ლა­დე მა­მას მი­უს­ჯი­ან. ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია. იხილეთ სრულად

myquiz