რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში? | Allnews.Ge

რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში?

უმოძრაო ცხოვრების წესი იწვევს სიმსუქნეს და უარყოფითად მოქმედებს ძვალ-კუნთოვან სისტემაზე.

საჭიროა ფიზიკური დატვირთვა, უმჯობესია სპორტდარბაზში წასვლა. თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სახლში უნდა ვივარჯიშოთ, რომლის ხანგრძლივობაც ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფიზიკური აქტივობა იყოს რეგულარული, იდეალურია ყოველდღიური ვარჯიშია. თუმცა, კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვარჯიში ასევე დადებითად იმოქმედებს სხეულზე.

რეკომენდირებულია ვარჯიშების გაკეთება სუფთა ჰაერზე - მაგალითად, პარკში ტურნიკებსა და ძელებზე, ღია საცურაო აუზში ცურვა, თხილამურებით სრიალი.

მჯდომარე სამუშაოს შემთხვევაში სპეციალისტები მოგვიწოდებენ დღის განმავლობაში ხშირად ავდგეთ, გავიაროთ, კიბეზე ჩავიდეთ, რომ გარკვეული ფიზიკური აქტივობა განვახორციელოთ.

myquiz