როგორ გავაუმჯობესოთ მხედველობა ასტიგმატიზმის დროს?
ასტიგმატიზმი ლათინურად ნიშნავს: ფოკუსური წერტილის არარსებობას. ასტიგმატიზმი ჩნდება რქოვანას (არასფერული) ფორმის გამო ნორმალურ მდგომარეობაში ჯანსაღი თვალის რქოვანას და ბროლს აქვს გლუვი სფერული ზედაპირი. ასტიგმატიზმის დროს ეს დარღვეულია. მას აქვს განსხვავებული სიმრუდე სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, ასტიგმატიზმის დროს რქოვანას არასწორი ზედაპირის გამო მიიღება დამახინჯებული, ბუნდოვანი გამოსახულება. გამოყოფენ ასტიგმატიზმის სამ ხარისხს:
• სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი - 3 D-მდე;
• საშუალო ასტიგმატიზმი - 3-დან 6 D-მდე;
• მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი - 6 D-ზე ზევით.
საფეხურები:
მსუბუქი ხარისხის ასტიგმატიზმის სიმპტომები ხშირად თითქმის შეუმჩნეველია და ამ ტიპის რეფრაქციული ცდომილების მქონე ადამიანს შეუძლია გაიგოს მისი დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ოფთალმოლოგიურ კვლევაზე. საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის დაქვეითება უკვე შესამჩნევი ხდება – რაც უფრო მეტი დიოპტრია ახასიათებს დაავადებას, მით უფრო ბუნდოვანია გამოსახულება და საგნების კონტურები უსწორმასწორო. მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს, გარდა მხედველობის დაქვეითებისა, ახასიათებს მხედველიბითი დატვირთვისას თავბრუსხვევა, თვალების ტკივილი, თავის ტკივილი, დაძაბულობა შორს და ახლო მანძილზე მხედველობის დროს.
არსებობს ასტიგმატიზმის შემდეგი სახეები:
• თანდაყოლილი;
• შეძენილი.
თანდაყოლილი ასტიგმატიზმი - 0,5 -მდე გვხვდება ბავშვების უმეტესობას შორის და ეხება „ფუნქციურს“, ანუ ამ ტიპის ასტიგმატიზმი გავლენას არ ახდენს მხედველობის სიმახვილეზე და მისი ბინოკულარობის განვითარებაზე. თუმცა, თუ ასტიგმატიზმი აღემატება 1 D -ს, მაშინ ის მნიშვნელოვნად ამცირებს მხედველობას და საჭიროებს მკურნალობას სათვალის კორექციის სახით. შეძენილი ასტიგმატიზმი ჩნდება რქოვანაზე უხეში ცვლილებების შედეგად დაზიანებების, ტრავმების, რქოვანის სხვადასხვა დაავადების, თვალზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ. იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეფრაქციული ანომალიაა შერწყმული ასტიგმატიზმს, განასხვავებენ ამ მხედველობის დარღვევის შემდეგ ტიპებს. იხილეთ სრულად