ერთ დღეში ჩაწერილი სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცა: ბარბარა სამხარაძე ახალ ნამუშევარსა და გეგმებზე | Allnews.Ge

ერთ დღეში ჩაწერილი სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცა: ბარბარა სამხარაძე ახალ ნამუშევარსა და გეგმებზე

მას მერე, რაც ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე მე­გაპ­რო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას წუ­თით არ წყვეტს. 22 მარტს მან სა­კუ­თა­რი ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ატ­ვირ­თა "იუ­თუბ­ზე" და 2 კვი­რა­ში ვი­დე­ოს უკვე 700.000 ნახ­ვა აქვს.

"პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რის­თვის კარ­გი შე­დე­გია. ეს იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი და პირ­ვე­ლი აგუ­რი "სახ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბის დროს... გარ­და "იუ­ტუ­ბი­სა" 5 დღის წინ მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზეც გან­ვა­თავ­სე, სა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ტვირ­თა­ვენ. ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს ის ფაქ­ტი, რომ უკვე აქ­ტი­უ­რად უს­მე­ნენ" - გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე.

- მოკ­ლედ, ჩა­წე­რე შენი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­მაც უკვე წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა... გვი­ამ­ბე ამა­ზე...

- დიახ, ჩავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რომ­ლის ავ­ტო­რიც მე თვი­თონ ვარ. მუ­სი­კა არის უცხო­უ­რი ბენ­დის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც თა­ვის პრო­დუქტს ყი­დის. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო, ამ ბენ­დის ეს მუ­სი­კა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ისე მო­მე­წო­ნა, რომ მას­ზე თა­ვი­სით შე­მო­მე­წე­რა ტექ­სტიც. შემ­დეგ უკვე ამ მუ­სი­კა­ზე მათ­გან ლი­ცენ­ზია შე­ვი­ძი­ნე და დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი სიმ­ღე­რაა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვა­პი­რებ, მას­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბიც და­ვიც­ვა.

- ე.ი. ასე შე­საძ­ლე­ბე­ლია, მუ­სი­კის შე­ძე­ნა?

- კი, არის ბენ­დე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კას ქმნი­ან და შემ­დეგ თა­ვი­ანთ სა­იტ­ზე ათავ­სე­ბენ. დამ­წყე­ბი არ­ტის­ტე­ბი­დან, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს ბენდთან ითა­ნამ­შრომ­ლოს, თუ მათი მუ­სი­კა მო­ე­წო­ნე­ბა, შე­უძ­ლი­ათ, იყი­დონ, ამა­ში თან­ხა გა­და­ი­ხა­დონ. ამას­თან, იღე­ბენ ლი­ცენ­ზი­ა­საც და შე­უძ­ლი­ათ იმ­ღე­რონ, გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რა... ასე რომ, მე შე­ვი­ძი­ნე ეს მუ­სი­კა და ჩე­მია.

შემ­დეგ უკვე 2020 წელს "იუ­თუბ­ზე“ ავ­ტვირ­თე, ოღონდ, ჩემი ყურ­სას­მე­ნე­ბით იყო ჩა­წე­რი­ლი... სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სი­ის შემ­დგო­მი ჩა­წე­რა „ტიკ-ტო­კის“ ვი­დე­ომ გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­საც 200.000-ზე მეტი ნახ­ვა ჰქონ­და.

იქ ვამ­ბობ­დი, რომ სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე და მისი ყურ­სას­მე­ნე­ბის ვერ­სია არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ მაქვს სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი. თუ ნა­მუ­შე­ვა­რი მო­გე­წო­ნათ, მო­ი­წო­ნეთ ვი­დეო. ისე მო­ე­წო­ნათ, რომ სა­დღაც 1000-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. მთხოვ­დნენ სტუ­დი­უ­რი ვერ­სი­ის ჩა­წე­რას, - ჰიტი გახ­დე­ბა, ისე­თი მა­გა­რია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­იყ­ვა­რებს მსმე­ნე­ლიო. ხალ­ხის ასეთ­მა დიდ­მა მო­თხოვ­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, ჩა­მე­წე­რა, რა­შიც ჩემი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა. ჩემს მი­სა­ღებ ოთახ­ში ერთ დღე­ში ჩავ­წე­რეთ. იხილეთ სრულად

myquiz