როგორი იქნება თემქის ხევი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ? | Allnews.Ge

როგორი იქნება თემქის ხევი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ?

თემქის ხევის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, უკვე დასრულებულია ორივე ტბის მოწყობა და ახალი კოლექტორის მშენებლობა.

„თემქის ხევში, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის მშენებლობა 25 ჰექტარ ფართობზე დაწყებულია. ამ ეტაპზე, სამეურნეო შენობის, კაფის, გარე ფასადის და მედიათეკის შენობების გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები, ასევე, სატუმბი სადგურებისა და ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

temqa1-1680846542-1680851485.png

სამუშაოების ფარგლებში, ხდება სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების, სარწყავი, განათების, ელექტრობისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, სკეიდ პარკის, მინი ფეხბურთის სტადიონის, კალათბურთის მოედნის, ფანჩატურების, გაბიონებისა და ცხოველებისთვის განკუთვნილი მოედნის მოწყობა.

temqa2-1680846559-1680851500.png