რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს? | Allnews.Ge

რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს?

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს.

მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებლად მუშაობს.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსული ნომრით მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის მცდარი. იცით, რომ საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილი სისტემაა და ჩვენს პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ, სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრით მოძრავ მანქანასა და პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვთ. იხილეთ სრულად

myquiz