სისუსტე, დაღლილობა და უძილობა - რა სიმპტომები ახასიათებს მაგნიუმის ნაკლებობას? | Allnews.Ge

სისუსტე, დაღლილობა და უძილობა - რა სიმპტომები ახასიათებს მაგნიუმის ნაკლებობას?

მაგნიუმის დიდი ნაწილი ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი.კუნთები და შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ტვინი, თირკმელები), რომლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ენერგომიმოცვლითი პროცესები, 20%-მდე მაგნიუმს შეიცავს, დაახლოებით 1% კი უჯრედშორის სითხეშია გახსნილი.

ორგანიზმში სხვადასხვა სახის სასიცოცხლო პროცესი სწორედ მაგნიუმის წყალობით აქტიურდება. მათ შორის:

  • ენერგიის წარმოქმნა;
  • საჭმლის მონელება;
  • B ჯგუფის ვიტამინების გააქტიურება;
  • კუნთების შეკუმშვა და მოდუნება;ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება;
  • ახალი უჯრედების წარმოქმნა;
  • გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინის, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობა.

მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. მაგნიუმის დეფიციტის დროს მრავალი მინერალი თუ საკვები ნივთიერება თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა.

მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვის:

დაღლილობა და სისუსტე - მაგნიუმი დიდ როლს ასრულებს თითოეულ უჯრედში ენერგიის წარმოქმნაში. მაგნიუმის დეფიციტის დროს ენერგიის წარმოქმნა ფერხდება, რის შედეგადაც ადამიანს დაღლილობა და სისუსტე ეუფლება. არანაკლებ დიდია მაგნიუმის როლი კალიუმის დონის რეგულაციასა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის რეალიზებაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის სათანადო ენერგეტიკული დონის შესანარჩუნებლად. იხილეთ სრულად