"იქ რომ წავიდა, ყველაზე მეტად მე დამწყდა გული..." - რას ამბობს ელისაშვილი მისი დისშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? | Allnews.Ge

"იქ რომ წავიდა, ყველაზე მეტად მე დამწყდა გული..." - რას ამბობს ელისაშვილი მისი დისშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მისი დის­შვი­ლის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, ნა­თია ჯუ­ლა­ყი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და სწო­რედ ამის გამო და­ი­ნიშ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და არა იმის გამო, რომ მისი ნა­თე­სა­ვია.

"ნა­თია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი და თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. ჩემი დის­შვი­ლია, ასე გა­და­წყდა და რა ვქნა. იქ რომ წა­ვი­და, მე ყვე­ლა­ზე მე­ტად დამ­წყდა გული, რად­გან ჩვენს პარ­ტი­ა­ში თუ ვინ­მეს რამე ევა­ლე­ბო­და და ება­რა, იყო ნა­თია. ჩემი დის­შვი­ლი რა­ტომ უნდა და­ი­ჩაგ­როს იმის გამო, რომ ჩემი დის­შვი­ლია? მი­ლი­ო­ნი ნა­თე­სა­ვი მყავს, არა­სო­დეს არ­ვინ არ­სად და­მი­ნიშ­ნავს, არც არა­ვის­თვის რე­კო­მენ­და­ცია არ გა­მი­წე­ვია.

მე ერთი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა მე­რაბ შენ­თან, და­უ­ძა­ხე ჩემს დის­შვილს შენ­თან გა­და­ცე­მა­ში და ნა­ხავთ, რა კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს და რა ცოდ­ნა აქვს. ნა­თია მე რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­ლა­პა­რა­კა და ვუ­თხა­რი, რომ არ მინ­და წახ­ვი­დეთ­ქო, რად­გან ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ასე­ვე ვუ­თხა­რი, რომ ეს იყო მისი გა­და­სა­წყვე­ტი" - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“.

ცნო­ბის­თვის, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გუ­შინ ახა­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. ერთ-ერთ მო­ად­გი­ლედ კი პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის დის­შვი­ლი, ნა­თია ჯუ­ლა­ყი­ძე და­ნიშ­ნა.

myquiz