რა შემოსავალი აქვს „გალფს“, რომელიც რუსეთიდან საქართთველოში ნავთობის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ 5 კომპანიას შორისაა?
რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 70%-მდე გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში განხორციელდა 162,746 მლნ დოლარის ღირებულების (204,362 ტონა) ნავთობპროდუქტების იმპორტი, რაშიც რუსული პროდუქტის წილი სულ რაღაც 14% იყო. შარშან 2 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 23,128 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები (29,739 ტონა).
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოში 158,355 მლნ დოლარის ღირებულების (196,491 ტონა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან რუსეთში 108,575 მლნ დოლარის (149,195 ტონა) ანუ მთლიანი იმპორტის 68,5%.
რუსეთიდან საქართველოში საწვავი ბაზარზე მოქმედ თითქმის ყველა კომპანიას შემოაქვს. Top5 იმპორტიორ კომპანიებს შორის არის „სან პეტროლიუმ ჯორჯიაც“, რომელიც „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს. იხილეთ სრულად