რა სიხშირით სექსი სჭირდება მამაკაცს ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

რა სიხშირით სექსი სჭირდება მამაკაცს ჯანმრთელობისთვის?

მამაკაცების უმეტესობისთვის ცხოვრების სექსუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გვესმის, რომ სექსი არა მხოლოდ სიამოვნებას გვანიჭებს და პარტნიორთან დაახლოებაში გვეხმარება, არამედ ჩვენი ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი მოაქვს:

აძლიერებს იმუნურ სისტემას. ადამიანები, რომლებიც სქესობრივად აქტიური არიან, საშუალოდ ნაკლებად ავადდებიან - ამბობს სექსოლოგი ივონ ფულბრაიტი (დოქტორი). კვლევები აჩვენებს, რომ სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად ზრდის იმუნოგლობულინ A-ს დონეს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის დაცვაში ინფექციებისგან.

ექსპერტები სექსს საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას მიაწერენ. სქესობრივი აქტის დროს ჩვენ ვწვავთ საშუალოდ 70-დან 100 კალორიას.

აუმჯობესებს ძილს. ორგაზმის დროს ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით პროლაქტინს (პარტნიორთან სექსის დროს კი – ბევრად მეტს, ვიდრე მასტურბაციის დროს), რაც სხვა საკითხებთან ერთად დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს. პროლაქტინი სხვა ჰორმონებთან ერთად, რომლებიც წარმოიქმნება ორგაზმის დროს (ოქსიტოცინი, ენდორფინები და ა.შ.), ხელს უწყობს დაძინებას. მამაკაცებისთვის ხარისხიანი ძილი ასევე მნიშვნელოვანია ტესტოსტერონის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად.

სექსის მოთხოვნილება ძალიან ინდივიდუალურია.

ჩვენი სექსუალური მოთხოვნილებები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფსიქოლოგიურ განწყობაზე, სტრესის დონეზე, პარტნიორთან ურთიერთობაზე, თანდაყოლილ მახასიათებლებზე, რომელსაც სექსოლოგები სექსუალურ კონსტიტუციას უწოდებენ.

როგორც წესი, სექსოლოგები კვირაში 2-3-ჯერ სქესობრივ აქტს პირობით „ნორმად“ მიიჩნევენ. ბევრი წყვილი საბოლოოდ მოდის სექსუალური ცხოვრების ამ რიტმში. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს „ნორმა“ ნამდვილად პირობითია და ის მხოლოდ სავარაუდო სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩაითვალოს.

როდესაც პარტნიორების სექსუალური მოთხოვნილებები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისჰარმონია და ურთიერთობების დაძაბულობა.

mkurnali.ge

myquiz