"ნამდვილად არის ჩემსა და ალეკოს შორის ნათესაური კავშირი, ალეკო არის ჩემი ბიძა" - რას ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე | Allnews.Ge

"ნამდვილად არის ჩემსა და ალეკოს შორის ნათესაური კავშირი, ალეკო არის ჩემი ბიძა" - რას ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა დღეს ახა­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. ერთ-ერთ მო­ად­გი­ლედ კი პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის დის­შვი­ლი, ნა­თია ჯუ­ლა­ყი­ძე და­ნიშ­ნა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ელი­საშ­ვი­ლის დის­შვი­ლის აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშნ­ვას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­საც ჯუ­ლა­ყი­ძემ შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რით უპა­სუ­ხა

"ნამ­დვი­ლად არის ჩემ­სა და ალე­კოს შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი და ალე­კო არის ჩემი ბიძა. ეს არა­ვის­თვის უცხო არ არის, ვინც გვიც­ნობს.

მკი­თხეს კი­დე­ვაც, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლი იყო­სო და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა, არც ნე­პო­ტიზ­მი არ არის იმი­ტომ, რომ ალე­კო არ არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი.

შე­მიშ­ლის თუ არა მო­მა­ვალ­ში ხელს? - არა­ნა­ი­რად. იმი­ტომ რომ რაც არ უნდა უც­ნა­უ­რი, ან რაც უნდა უხერ­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს ალე­კომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმე­დი მაქვს რომ არ გა­ა­კე­თებს, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი, ვინც ამა­ზე კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას გა­მოთ­ქვამს. ეს ხე­ლის­შემ­შლე­ლი არ იქ­ნე­ბა..

მე მგო­ნია, რომ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწო­რად გა­ი­გებს", - ამ­ბობს ნა­თია ჯუ­ლა­ყი­ძე "მთა­ვარ არხთან."

myquiz