რა შეიძლება იყოს დილის თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები? | Allnews.Ge

რა შეიძლება იყოს დილის თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები?

დილაობით თავის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს.რა სახის თავის ტკივილია უფრო ხშირი დილით?

ტკივილის ან დისკომფორტის ტიპის დადგენა მნიშვნელოვანია შესაბამისი მკურნალობის დაწყებისათვის.

თავის ტკივილის ტიპები, რომლებსაც შესაძლოა განიცდიდეთ დილით:

შაკიკი - ამ ტიპის თავის ტკივილი, როგორც წესი, იგრძნობა ძლიერი ტკივილი თავის ერთ რომელიმე წერტილში. ტკივილი ჩვეულებრივ ძალიან ინტენსიურია;

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი - ტკივილი ვრცელდებამთელ თავზე და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან ძლიერამდე;

კლასტერული თავის ტკივილი - ძლიერი ტკივილი აღინიშნება თავის ერთ მხარეს, რომელიც სწრაფად ქრება და შემდეგ ისევ ბრუნდება. ეს ასევე ხშირია გაღვიძების შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან ოთხ საათამდე;

ჰიპნიკური თავის ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ამ ტიპის თავის ტკივილები, ხშირია დილაობით. ამ დროს ტკივილი როდესაც ღრმა ძილიდან გამოფხიზლების მიზეზი ხდება

დილის თავის ტკივილის გამომწვევი შესაძლო მიზეზები:

უძილობა - თავის ტკივილი და ძილის პრობლემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს დაძაბულობის თავის ტკივილი დღის განმავლობაში, ხოლო უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის თავის ტკივილი, რამაც შეიძლება გაართულოს ძილი;

ძილის აპნოე - ძილის აპნოეს მქონე ადამიანები ღამის განმავლობაში ხანმოკლე დროით წყვეტენ სუნთქვას. ხვრინვა არის სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ძილის აპნოესთან. მაგრამ ძილის აპნოეს დროს თავის ტკივილი ასევე ხშირია.ადამიანები ჩვეულებრივ აღწერენ აპნოესთან დაკავშირებულ თავის ტკივილს, როგორც მწვავე ტკივილს, რომელიც ჩნდება თავის ორივე მხარეს. ისინი განსხვავდებიან შაკიკისგან, რომელიც ხშირად იწვევს პულსირებულ ტკივილს ერთ რომელიმე მხარეს. ძილის აპნოეს მკურნალობის შემთხვევაში, თავის ტკივილი ქრება; იხილეთ სრულად

myquiz