ვის გადასცემს თბილისის მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას და რა პროდუქტები იქნება კალათაში?
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს. ამის შესახებ მერიაში განგვიცხადეს. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა.
მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა.
თითოეულ პაკეტში შედის:
- სააღდგომო პასკა, არა ნაკლებ 900 გრამისა
- კვერცხი - 10 ცალი
- წითელი, მშრალი ღვინო - 0,75 მლ-იანიშ
- ოკოლადის კანფეტი - 1 კილოგრამი
- კარამელის კანფეტი - 1 კილოგრამი