კეზერაშვილის „მატრიოშკა“ - „დამალული“ ბიზნესების ანატომია - სად უნდა ეძებდეს და სად ეძებს ხელისუფლება „სისხლიან“ ფულს? | Allnews.Ge

კეზერაშვილის „მატრიოშკა“ - „დამალული“ ბიზნესების ანატომია - სად უნდა ეძებდეს და სად ეძებს ხელისუფლება „სისხლიან“ ფულს?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის „მდიდარი“ ბიოგრაფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, ხოლო იქიდან მულტიმილიონერი წავიდა, რომლის წინააღმდეგაც ფულის გათეთრების, კორუფციის თუ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით არა ერთი საქმეა აღძრული, იძებნებოდა წითელი ცირკულარით, თუმცა ხელისუფლებამ რატომღაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო მისი ექსტრადირება საქართველოში, ალბათ, კარგი „მასალაა“ ოპონენტის „გასაშავებლად“. სიმართლე უნდა ითქვას და თავისი პოლიტიკური ამბიციებითა თუ სხვადასხვა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებით, კეზერაშვილიც აძლევს საბაბს ხელისუფლებას, რომ „კეზერას“ სისხლიანი, რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი ფულის ამბავი ხალხს ხშირად შეახსენონ. თუმცა, სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რათა დარწმუნდე, რომ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“! ამ შემთხვევაში ჩვენ არა ეჭვების, არამედ ფაქტების დონეზე მოგიყვებით, რომ ბრალდებული კეზერაშვილის ფინანსური ინტერესები საქართველოში ერთგვარი ხელშეუხებლობით სარგებლობს.

„ალალი და უსაყვედურო!“ - ძებნილი კეზერაშვილი სამეწარმეო რეესტრში

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელზე ოფიციალურად 5 კომპანიაა რეგისტრირებული. კერძოდ:

  • 2012 წელს დაფუძნებული შპს მედია ჯორჯია, სადაც კეზერაშვილი 100%-იან წილს ფლობს;
  • შპს ლუკას, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. წილის 50%-ის მფლობელი დავითი კეზერაშვილია, 50%-ის მფლობელი კი ნუკრი ნიჟარაძე;
  • 2012 წელს დაფუძნებული შპს ჯორჯიან მედია კომპანი, რომლის 100%-იან წილს ფლობს დავით კეზერაშვილი;
  • შპს ფორმულა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და სადაც დავით კეზერაშვილი 51%-იან წილს ფლობს;
  • ასევე, 2019 წელს დაფუძნებული შპს დროება მედია ჯგუფი, აქ კი დავით კეზერაშვილის წილი 60%-ს შეადგენს.

ჩემი ოქრო ჩემთან! - ანუ, რასაცა „გასცემ“ შენია

დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი მთავარი აქტივი საქართველოში იყო და დიდი ალბათობით არის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი), რომლის ფლობაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მხოლოდ 2011 წელს აღიარა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2013 წლის კვლევაშია აღნიშნული, 2012 წლის ნოემბერში (საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში) „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც იმ დროისთვის „გალფის“ დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებდა საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. ამავე კვლევის მიხედვით, 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ აქციები კი იმ დროს დავით კეზერაშვილმა რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიყიდა. შესაბამისად, კომპანიის ძირითადი აქციონერი ოფიციალურად აშშ-ის დელავერის შტატში რეგისტრირებულ Energy Investment Venture Holdings-ი გახდა. TI-ის კვლევის მიხედვით, 2012 წლის ნოემბერშივე დავით იაკობაშვილმა საკუთარი აქციების წილი გაზარდა „პეტროკას ენერჯი გრუპში“ 25%-დან (რომელიც მან, გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს შეიძინა) 80%-მდე. გარიგება 240 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ცნობისათვის, „პეტროკასი“ ნავთობპროდუქტების სავაჭრო და გადამზიდავი კომპანიაა. იგი იმ დროისთვის ნავთობპროდუქტებით ამარაგებდა „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლსა“ და „გალფს“. კომპანია აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ვიეტნამში. ამავე კვლევის მიხედვით, იაკობაშვილი აქციათა უმრავლესობის მფლობელი გახდა ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს „ჩენელ ენერჯიში“ (ფოთი) (იმართებოდა გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), რომელიც სასაწყობე ობიექტებსაც აკონტროლებს. იხილეთ სრულად

myquiz