რატომ აწებებდნენ შპალერის ქვეშ გაზეთებს რემონტის დროს და რას იყენებენ დღეს მის ნაცვლად? | Allnews.Ge

რატომ აწებებდნენ შპალერის ქვეშ გაზეთებს რემონტის დროს და რას იყენებენ დღეს მის ნაცვლად?

ფქვილისგან მოდუღებული წებოთი გაჟღენთილი გაზეთები შპალერის ქვეშ ბევრ ჩვენგანს ახსოვს.მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდა მას შემდეგ ტექნოლოგიები და რამ ჩაანაცვლა გაზეთები შპალერის ქვეშ?შპალერის ქვედა ფენად გაზეთების გამოყენება მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი, ამ მეთოდს სხვა ქვეყნებიც წარმატებით იყენებდნენ მე-19 საუკუნიდან, როდესაც შპალერის გამოყენება ფართო მასებისთვისა შესაძლებელი გახდა.

აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს, 1930-იან წლებში, საბჭოთა კავშირში კი 1960-1970-იან წლებში და მაგალითად, ინდოეთისა და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, ეს მეთოდი ეკონომიკური სიდუხჭირის დროს რეალურად შველოდა ადამიანებს.

gg-1680425253.gif

გაზეთი მათ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას უგვარებდა:

  • ასწორებდნენ ზედაპირს
  • ავსებდნენ ნაპრალებს და ამით თავიდან იცილებდნენ ცივი ჰაერის შემოსვლას
  • ეს იყო დამატებითი ხმის იზოლაცია

სხვათა შორის, ანალოგიური დანიშნულება ჰქონდა (არ ვგულისხმობთ დეკორატიულ მხარეს) კედელზე დაკიდებულ ხალიჩასაც. იხილეთ სრულად