ვინ არის სასტუმრო "ამბასადორი თბილისის" მფლობელი, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა? | Allnews.Ge

ვინ არის სასტუმრო "ამბასადორი თბილისის" მფლობელი, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა?

თბი­ლის­ში, შავ­თე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა

ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 16 სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის სწრაფ­მა და ოპე­რა­ტი­ულ­მა მოქ­მე­დე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რომ დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო პირ­ველ რიგ­ში, ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა და შემ­დგომ უკვე ლიკ­ვი­და­ცია. იყო გვერ­დზე მდგომ შე­ნო­ბებ­ზე ცე­ცხლის გა­დას­ვლის საფრ­თხე, რაც აღ­კვე­თი­ლი იყო მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ.

და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა. მე­სა­მე სარ­თულ­ზე არაა ხან­ძა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ალ­ბათ “ - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

ვინ არის სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი?

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სიპ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო თა­ნახ­მად, სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლია შპს "ამ­ბა­სა­დო­რი ჯგუ­ფი", სა­ი­დენ­ტიფ­კა­ციო კო­დით: 402176694. მისი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი კი ბიზ­ნეს­მე­ნი ელგუ­ჯა (ბუბა) ქე­ბუ­რი­აა.

ბუბა ქე­ბუ­რი­ას ბიზ­ნე­საქ­ტი­ვე­ბი რუ­სეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს. მოს­კოვ­ში მისი სა­კუთ­რე­ბა აბიზ­ნეს­ცენ­ტრი, 4ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "ქე­ბურ პა­ლა­სი", რეს­ტორ­ნე­ბი "ტიფ­ლი­სი", თა­ვა­დი ბაგ­რა­ტი­ო­ნი" და "ტიფ­ლის­კი დვო­რი"; პა­რიზ­ში რეს­ტო­რან "ქარ­თუ­ლი სახ­ლის". სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის ქარ­ხა­ნა აქვს, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და და კაჭ­რეთ­ში ის მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს", ამ­ბა­სა­დორს" ფლობს. ბუბა ქე­ბუ­რი­ას სამი შვი­ლი ჰყავს: თორ­ნი­კე (თოშა), გი­ორ­გი და ლიკა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­სა­წი­ერ­ში ხში­რად ხვდე­ბა მისი ვაჟი თოშა ქე­ბუ­რია. მისი კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა "ლამ­ბორ­ჯი­ნი", სა­ქარ­თვე­ლოს ნომ­რე­ბით (GLP-700), სა­ზღვარ­გა­რეთ პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­თაც მოხ­ვდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­გა­ლი­თად, გავ­რცელ­და ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ვე­ლო­სი­პე­დის სა­ვალ ნა­წილ­სა და პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშ­კის ფონ­ზე, დარ­ღვე­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი, 460 000-ევ­რო­ი­ა­ნი "ლამ­ბორ­ჯი­ნის" ფო­ტო­ე­ბი.

myquiz