რამდენად უსაფრთხოა სურნელოვანი სანთლები ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

რამდენად უსაფრთხოა სურნელოვანი სანთლები ჯანმრთელობისთვის?

სურნელოვანი სანთლები სასიამოვნო სუნით გამოირჩევა, თუმცა ზოგიერთ ადამიანშიშეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები.

სურნელოვანი სანთლების დაწვისას ხდება გარკვეული ტიპის ქიმიკატების გამოთავისუფლება, რომლებსაც აქროლადი ორგანული ნაერთები ეწოდება. გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, მათ შეიძლება ჰქონდეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. ერთმა-ერთმა კვლევამ გააანალიზა აქროლადი ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის სანთლისგან.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სურნელოვანი სანთლების წვისას გამოიყოფა სხვადასხვა ქიმიკატი, მაგალითად, ფორმალდეჰიდი.

აქროლადი ორგანული ნაერთები გვხვდება ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთში, მათ შორის, საღებავებში, საწმენდ საშუალებებში, ასევე საწვავში. თუმცა, საინტერესოა, წარმოქმნიან თუ არა სურნელოვანი სანთლები აქროლადი ორგანული ნაერთების ისეთ მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას? ერთ-ერთმა კვლევამ შეისწავლა სურნელოვანი სანთლების წვის შედეგად გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნაერთების და ნაწილაკების კვამლი, ჯერ ლაბორატორიაში, შემდეგ კი გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება სახლში ექსპოზიციის სიმულაციისთვის. დაასკვნეს, რომ სურნელოვანი სანთლების ზომიერად გამოყენებისას გამოთავისუფლებული ნაერთების რაოდენობა არ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის რისკებს.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია ორგანული აქროლადი ნაერთების ექსპოზიციის დონეზე. ექსპერტების განმარტებით, ეს დოზა შეიძლება დამოკიდებული იყოს ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ნაწილაკების კონცენტრაციაზე, ორთქლზე ან წარმოქმნილ ნაერთებზე, ვენტილაციაზე იმ სივრცეში, სადაც ეს ორთქლები შეიძლება იყოს ჩასუნთქული და იმაზე თუ რამდენ დროს ატარებენ ადამიანები ემისიების წყაროსთან ახლოს. ყოველი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფილ ორთქლზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. იხილეთ სრულად