დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება - რა შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ტაქსის მძღოლებს | Allnews.Ge

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება - რა შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ტაქსის მძღოლებს

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ტაქსის ლიცენზიის მქონე პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას.

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

„1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1-ელ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე.

myquiz