100 წლის ქალმა დღეგრძელობისთვის საუკეთესო სასმელი დაასახელა | Allnews.Ge

100 წლის ქალმა დღეგრძელობისთვის საუკეთესო სასმელი დაასახელა

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა 100 წლის იუბილე აღნიშნა და თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა.ამის შესახებ In Your Area იუწყება.

ვინი ტიგველმა კიდევ ერთი დაბადების დღე აღნიშნა 14 თებერვალს. ახლობლები და მეგობრები მივიდნენ პენსიონერის მოსალოცად ხანდაზმულთა ვინჩკომბ პლაისის პანსიონში, ქალაქ ნიუბერში, ბერკშირში.

ქალი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ სავაჭრო ცენტრში. 1980 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, ტიგველი ხელმძღვანელობდა ჩაის ბარს დასავლეთ ბერკშირის სასამართლოს შენობაში. დაწესებულების ფუნქციონირებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდებოდა.

ეს არის ჩაი, რომელსაც ქალი დღეგრძელობისთვის საუკეთესო სასმელად მიიჩნევს.

"მეტი ჩაი და სიცილი!" - დაასახელა დღის გმირმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების მთავარ კომპონენტებად.

ტიგველის 100 წლის იუბილეს წვეულებაზე Winchcombe Place-ის შეფმა სუფრის წევრებს სპეციალური ჩაი მიართვა. მის მოსალოცად არა მხოლოდ მრავალი შვილიშვილი და შვილთაშვილი მოვიდა, არამედ ნიუბერის მერი გარი ნორმანიც ესტუმრა.

myquiz