"მეღიმებოდა კომენტარებზე... როცა ხალხს ელაპარაკები და ვიღაცა ქოლგას გადაგაფარებს, ხელს ვერ კრავ" - ლევან იოსელიანი მის ფოტოებზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება | Allnews.Ge

"მეღიმებოდა კომენტარებზე... როცა ხალხს ელაპარაკები და ვიღაცა ქოლგას გადაგაფარებს, ხელს ვერ კრავ" - ლევან იოსელიანი მის ფოტოებზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეღი­მე­ბო­და იმ კო­მენ­ტა­რებ­ზე, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში" გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს მოჰ­ყვა.

მისი თქმით, მად­ლო­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც შეხ­ვედ­რის დროს წვი­მის­გან და­იც­ვა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, მათ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

"მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში". ასეთ პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, მე ეს პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქოლ­გას მა­ფა­რებ­და, არის ერთ- ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ ცხოვ­რობს, მო­ვი­და შეხ­ვედ­რა­ზე და შე­ე­ცა­და, ქოლ­გა ჩემ­თვის გა­და­ე­ფა­რე­ბი­ნა. შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ამ ადა­მი­ან­საც და ქოლ­გის დამ­ჭე­რად გა­მო­ა­ცხა­დეს.

338954528-148299414562616-6175656625583278508-n-33045-1680247908.jpg

მეს­მის კონ­ტექ­სტი ამ ყვე­ლაფ­რის, მაგ­რამ როცა ხალ­ხს ელა­პა­რა­კე­ბი და ვი­ღა­ცა უკ­ნი­დან თუ გვერ­დი­დან ქოლ­გას გა­და­გა­ფა­რებს, ვერ კრავ ხელს. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ იქ იდგა და ცდი­ლობ­და, წვი­მის­გან და­ვე­ცა­ვი. მეც მთე­ლი დღე მე­ღი­მე­ბო­და იმ კო­მენ­ტა­რებ­ზე რაც კეთ­დე­ბო­და. ჩემ­ზე რაც უნდა ის თქვან. თუმ­ცა მო­ვე­რი­დოთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე კო­მენ­ტა­რებს, ვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად თა­ვის გა­ტა­ნა უწევს" - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

myquiz