"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს | Allnews.Ge

"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

ბოლო დღე­ებ­ში, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მგლე­ბი­სა და ტუ­რე­ბის და­ხოც­ვა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან, პირ­ვე­ლი ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ყო­ვე­ლი მოკ­ლუ­ლი მგლის სა­ნაც­ვლოდ პირი ჯილ­დოდ 5 ათას რუბლს მი­ი­ღებს, ხოლო ყო­ვე­ლი მოკ­ლუ­ლი ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ - 2500 რუბლს.

"ბოლო დღე­ე­ბია, აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებს ხო­ცა­ვენ. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია ოჩამ­ჩი­რის, ტყვარ­ჩე­ლი­სა და გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მხო­ლოდ ერთ დღე­ში 180-მდე ნა­დი­რი და­ხო­ცეს და ჩა­ა­ბა­რეს. მო­ნა­დი­რე­ე­ბი მტა­ცე­ბელ ნა­დირს აქამ­დეც ხო­ცავ­დნენ და სა­მახ­სოვ­როდ, მათ ყუ­რებს, კუდს, ან თავს ინა­ხავ­დნენ", - წერს გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ოჩამ­ჩი­რე­სა და ტყვარ­ჩელ­ში, ტუ­რე­ბი მომ­რავ­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ბოლო ხა­ნებ­ში, "მგლე­ბის შე­მო­სე­ვაც გახ­შირ­და." გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რე­ში, ტყვარ­ჩელ­სა და გალ­ში 174 ტურა და 5 მგე­ლი და­ხო­ცეს.

afxazeti2-81129-1679979410.jpg

ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს რა­ი­ო­ნუ­ლი ვეტ­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ახრა ამიჩ­ბას თქმით, "ბოლო წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მუდ­მე­ბით ჩი­ვის, რომ მათი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან ტუ­რი­სა და მგლის ნა­დავ­ლი. თუ ვერ ჭა­მენ, აზი­ა­ნე­ბენ, რაც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის კე­რაც გახ­დეს და სა­ქო­ნელ­ში გავ­რცელ­დეს.

გლე­ხე­ბის ნა­წილს, მტა­ცებ­ლის გამო, სა­ქონ­ლი­სა და ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლის ყო­ლაც აღარ უნდა, არა­და ეს ბევ­რი მათ­გა­ნის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლის წყა­როა. არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ აზრი არ აქვს წვა­ლე­ბას, რად­გან ან მგე­ლი შე­ჭამს, ან ტურა", - ამ­ბობს ამიჩ­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად ხო­ცა­ვენ ტუ­რებს, მგე­ლი ბევ­რად უფრო ფრთხი­ლი და რთუ­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლია.

71 წლის ად­გი­ლობ­რი­ვის, ვლა­დის­ლავ ჯო­პუ­ას თქმით, დიდი ხა­ნია მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ზი­ანს აყე­ნებს, მაგ­რამ ნა­დი­რო­ბა შე­და­რე­ბით უშე­დე­გო იყო. ახლა კი, როცა ფუ­ლა­დი ჯილ­დო და­ა­წე­სეს, მო­ნა­დი­რე­ებს მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდათ. იხილეთ სრულად

myquiz