"იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ" - პრემიერი ნორვეგიაში სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემაზე | Allnews.Ge

"იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ" - პრემიერი ნორვეგიაში სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემაზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლის საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პრი­ზის გა­და­ცე­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

რო­გორc ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ნორ­ვე­გი­ა­ში გა­და­ცე­მუ­ლი ჯილ­დოს სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვლე­ლი რე­ჟი­მის შემ­ქმნე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ზის გა­და­ცე­მა იგი­ვეა, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ნორ­ვე­გი­ა­ში, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ბრე­ი­ვი­კი და­ა­ჯილ­დო­ოს.

"სა­ში­ნე­ლი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი რე­ა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ჩვენ დაგ­ვხვდა 2012 წელს, როცა ადა­მი­ა­ნებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მა აწა­მებ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ტან­ჯავ­და, კლავ­და. ამ ფონ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი ნორ­ვე­გი­ის რო­მე­ლი­ღა­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­გში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის­თვის რა­ღა­ცით და­ა­ჯილ­დო­ვეს. ეს ჩვე­ნი ხალ­ხის რამ­ხე­ლა და­ცინ­ვა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, თით­ქმის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იყო მჩაგ­ვრე­ლი, მკვლე­ლი სის­ტე­მის შე­მოქ­მე­დი და­ა­ჯილ­დო­ვეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­გში მიღ­წე­უ­ლი რა­ღა­ცით. ეს ხომ ჩვე­ნი ხალ­ხის და­ცინ­ვაა?! ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?! ნორ­ვე­გი­ა­ში გახ­სოვთ, ხომ, ბრე­ი­ვიკ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცა. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რო­მე­ლი­ღა­ცა ქვე­ყა­ნამ ბრე­ი­ვიკს მის­ცეს იგი­ვე. ჩემ­თვის იგი­ვეა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მისი რე­ჟი­მი იყო მკვლე­ლი რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლის საქ­მე­ში პრი­ზი გა­და­ე­ცა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ი­მარ­თა. "ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის ქვეყ­ნის­გან ჯილ­დოს მი­ღე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლის საქ­მე­ში. ამ პრე­მი­ამ ნორ­ვე­გი­ის­გან უნდა და­ა­ფიქ­როს ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მო­ე­გო ჩემი გა­შა­ვე­ბის კამ­პა­ნი­ას. უნდა და­ფიქ­რდნენ ისი­ნი, ვი­საც ჩემი სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო და სა­მარ­ცხვი­ნო პა­ტიმ­რო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხად კი არა, რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ გარ­ჩე­ვად მი­აჩ­ნია. ის, რომ ჩემს პა­ტიმ­რო­ბა­ზე ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­აა მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში და პო­ზი­ტი­უ­რი მხო­ლოდ კრემლში და "ოც­ნე­ბა­ში“, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გან­სჯის სა­გა­ნი უნდა იყოს“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

myquiz