დღეში რამდენი ნაბიჯი ამცირებს ხანდაზმულ ქალებში დემენციის რისკს 33%-ით - ნევროლოგთა დასკვნა | Allnews.Ge

დღეში რამდენი ნაბიჯი ამცირებს ხანდაზმულ ქალებში დემენციის რისკს 33%-ით - ნევროლოგთა დასკვნა

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ქალებს,რომლებიც უფრო ხშირად დადიან და ზომიერ და ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, ნაკლებად უვითარდებათ დემენცია. კვლევა გამოქვეყნებულია Alzheimer's & Dementia: The Journal of the Alzheimer's Association-ში.

მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები 65 წლის და მეტი ასაკის 1277 ქალისგან. ქალები, ჩვეული საქმიანობის შესრულებისას, შვიდი დღის განმავლობაში ატარებდნენ მაღალი ხარისხის ნაბიჯის რაოდენობის მოზმებს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველი დამატებითი 31 წუთი ზომიერი ან ენერგიული ფიზიკური აქტივობა დღეში ამცირებს დემენციის განვითარების რისკს 21%-ით. გარდა ამისა, ყოველი დამატებითი 1865 ნაბიჯი დღეში ამცირებს რისკს 33%-ით.

თუმცა, ხანგრძლივი ჯდომა არ იყო დაკავშირებული დემენციის უფრო მაღალ რისკთან.

მსუბუქი ფიზიკური აქტივობის მაგალითები შეიძლება მოიცავდეს საშინაო საქმეებს, მებაღეობას ან სეირნობას. ზომიერი და ძლიერი ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს სწრაფ სიარულს. იხილეთ სრულად

myquiz