"ჩემი სახლიდან ვწერ ამ ვიდეოს, მაშინ როცა "POST TV" - ის ეთერში ლაპარაკობენ, რომ თითქოს დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოვდივარ" - რა ვიდეოს ავრცელებს თათია სამხარაძე | Allnews.Ge

"ჩემი სახლიდან ვწერ ამ ვიდეოს, მაშინ როცა "POST TV" - ის ეთერში ლაპარაკობენ, რომ თითქოს დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოვდივარ" - რა ვიდეოს ავრცელებს თათია სამხარაძე

თა­თია სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც შალ­ვა რა­მიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო დავა ორ­ჯერ მო­ი­გო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ვი­დეო-მი­მარ­თვას იმის დას­ტუ­რად, რომ "POST TV" - ის ეთერ­ში, "დიდ გა­ა­ცე­მა­ში" მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ჩემი სახ­ლი­დან, მა­მა­ჩემ­თან ერ­თად ვწერ ამ ვი­დე­ოს, მა­შინ როცა "POST TV" - ის ეთერ­ში გა­დის "დიდი გა­და­ცე­მა", სა­დაც ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ თით­ქოს მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის სახ­ლში და იქე­დან ვერ გა­მოვ­დი­ვარ, რად­გან მაქვს და­ლურ­ჯე­ბე­ბი. ნა­ხეთ, არა­ნა­ი­რი დლურ­ჯე­ბე­ბი არ მაქვს" - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში თა­თია სამ­ხა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც ბოლო დღე­ე­ბის გა­ნავ­ლო­ბა­ში, შალ­ვა რა­მიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ქალ­მა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სა­ჯა­როდ დას­დო ბრა­ლი და ამ კონ­ტექ­სტში თა­თია სა­მახ­რა­ძი­სა და რა­მიშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი კვლავ გაქ­ტუ­ა­ლურ­და, "POST TV" -ის ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი სამ­ხა­რა­ძი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის სამ­დივ­ნოს წევ­რის, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რის შე­სა­ხებ.

26 მარტს კი "დიდ გა­და­ცე­მა­ში" წამ­ყვა­ნე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ქო­ვა­ნის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქე­დან ვერ გა­მო­დი­დოა, რად­გან და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამ გა­და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ვი­დეო სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან და გა­ნა­ცხა­და, რომ ის, რა­საც მის შე­სა­ხებ "პოსტს ტვ" - ის ეთერ­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ, სრუ­ლი სიც­რუე იყო.

myquiz