ილია მეორე უკრაინის ეკლესიის საკითხზე მსოფლიო პატრიარქს მიმართავს - რას სწერს ის ბართლომე I-ს? | Allnews.Ge

ილია მეორე უკრაინის ეკლესიის საკითხზე მსოფლიო პატრიარქს მიმართავს - რას სწერს ის ბართლომე I-ს?

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს ბარ­თლო­მე I -ს წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რილ­ში ილია მე­ო­რე ბარ­თლო­მე I -ს სთხოვს, უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვას ხელი შე­უ­წყოს.

"თქვე­ნო ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დე­სო­ბავ, მო­გე­სალ­მე­ბით ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და მოგ­მარ­თავთ შემ­დე­გი სა­კი­თხის გამო:

პირ­ველ რიგ­ში, გვსურს, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გამო, რა­საც სამ­შობ­ლოს დამ­ცველ ჯა­რის­კაც­თა და ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. ჩვენ ეს პრო­ცე­სე­ბი გა­ვი­ა­რეთ და კარ­გად გვეს­მის იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის სიმ­ძი­მე. ზე­მოთ­ქმულ­თან ერ­თად, ვწუხ­ვართ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოც.

ჩვენ­თვის ისიც გა­სა­გე­ბია, რომ მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ომში მყოფ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ცია და რე­ლი­გი­ურ სიღ­რმე­ებს ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამი­ტო­მაც მოგ­მარ­თავთ თქვენ, თქვე­ნო ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დე­სო­ბავ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთავ­რე­ბის, სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და მრევ­ლის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა ამ ომში თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და უკ­რა­ი­ნის ძლი­ე­რე­ბა მათ­მა ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე­ნიც, რაც სა­ერ­თო სუ­რათს არ ცვლის.

ის ფაქ­ტი, რომ უნე­ტა­რე­სი ონოფ­რე სი­ნო­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ე­მიჯ­ნა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ას და გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დად­გა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სათ­ვის, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ამ ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან ამა თუ იმ სა­ეკ­ლე­სიო სა­კი­თხი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და სუ­ლაც არ ნიშ­ნავს სხვა ეკ­ლე­სი­ის უპი­რო­ბოდ მორ­ჩი­ლე­ბას.

დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მიტ­რო­პო­ლიტ ონოფ­რეს ჩა­მო­ერ­თვა კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რა, პრობ­ლე­მე­ბია მის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში არ­სე­ბულ სხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ფაქ­ტია, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მრა­ვა­ლი მხრი­დან ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

თქვე­ნო ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დე­სო­ბავ, ყვე­ლას ახ­სოვს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით გა­დად­გმუ­ლი თქვე­ნი არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი და ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ, იქ­ნებ შეძ­ლოთ, აქაც ხელი შე­უ­წყოთ და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვას, რაც, ჩვე­ნი აზ­რით, პირ­ველ ეტაპ­ზე გუ­ლის­ხმობს მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, შემ­დგომ კი, - ურ­თი­ერ­თდა­ახ­ლო­ე­ბის­კენ მშვი­დო­ბი­ან სვლას.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა და ამ ფონ­ზე ყო­ვე­ლი სა­სი­კე­თო ნა­ბი­ჯი დი­დად ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

წე­რი­ლი წმ. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბით მინ­და და­ვას­რუ­ლო: "ის­წრაფ­დით და­მარ­ხვად ერ­თო­ბი­სა მის სუ­ლი­სა­სა საკ­ვრე­ლი­თა მით მშვი­დო­ბი­სა­ი­თა”. (ეფ.4.3)

ღმერ­თმა მშვი­დო­ბა მიჰ­ფი­ნოს უკ­რა­ი­ნას და მთელ მსოფ­ლი­ოს.

ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით, ილია II სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.