როგორ ვთქვათ უარი მაღალკალორიულ საკვებზე? | Allnews.Ge

როგორ ვთქვათ უარი მაღალკალორიულ საკვებზე?

დიეტოლოგები მავნე საჭმელს სოციალურ პრობლემას უწოდებენ მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს:ხანდახან ერთფეროვანი შრომა გვიბიძგებს გამუდმებით რაღაცა ვღეჭოთ - მექანიკურად ვჭამთ.

როგორც ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Nesta-მ ცოტა ხნის წინ გამოთვალა, დღეში 240 დამატებითი კილოკალორია, რომელსაც ჩიფსის შეკვრა იძლევა, წელიწადში წელის არეში 6,4 კგ წონის სქელი ცხიმის ნაკეცის სახით იდება, წერს The Telegraph.

ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით (2018), საჭმლის ჭამა პასუხისმგებელია კვების ქცევისა და წონის მატების 11%-ზე. დღესდღეობით „ცუდი“ საჭმელები შეადგენს მოზრდილების ყოველდღიური კალორიების დაახლოებით 10%-ს და ბავშვების 27%-ს.

გასაკვირი არ არის, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, 1975 წლიდან მსოფლიოში მსუქანთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. 2016 წელს ჭარბი წონა დაფიქსირდა მსოფლიოს 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 39%-ში, სიმსუქნე - 13%-ში. ამერიკაში, მაგალითად, სიმსუქნე გვხვდება საბავშვო ბაღის ბავშვთა 22%-ში და ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვების 37%-ში.

სიმსუქნე აწუხებს აშშ-ს მოსახლეობის 36,2%-ს, დიდი ბრიტანეთის 27,8%-ს, საფრანგეთის 21,6%-ს.

ორი ძირითადი კანონიდან ერთ-ერთი, რომელზეც დაფუძნებულია კვების მეცნიერება, არის დიეტის ენერგეტიკული ღირებულების შესაბამისობა ორგანიზმის ენერგეტიკულ ხარჯებთან.

მარკეტინგის როლი

აქციები, ფერადი პლაკატები, სატელევიზიო რეკლამა ეს არის დიდი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი, რომლის წინააღმდეგობაც მომხმარებლისთვის რთულია. მაღაზიებში და სუპერმარკეტებში საქონლის გამოტანის სქემაც კი ნოქმედებს მყიდველზე.

კვების ქცევის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკვების მწარმოებლები. მათთვის მომგებიანია ტექნოლოგიური დამუშავების გავლილი პროდუქტების გამოშვება და აქტიურად ახორციელებენ მათ პოპულარიზაციას, წერს The Telegraph.

აშშ კვების მრეწველობა ყოველწლიურად 14 მილიარდ დოლარს ხარჯავს რეკლამაზე, 80%-ზე მეტი კი ახდენს სწრაფი კვების, შაქრიანი სასმელების, ტკბილეულის და მსგავსების პოპულარიზაციას. ხალხი მიდის და ყიდულობს უსარგებლო პროდუქტებს. იხილეთ სრულად

myquiz