საკვები, რომელიც ჯანსაღი გგონიათ, სინამდვილეში კი უფრო მალე გაშიებთ და მადას გიმატებთ | Allnews.Ge

საკვები, რომელიც ჯანსაღი გგონიათ, სინამდვილეში კი უფრო მალე გაშიებთ და მადას გიმატებთ

საკვების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შიმშილის დაკმაყოფილებაა. დღეში 3-4-ჯერადად კვება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ სარგებელიც მივიღოთ და შიმშილის გრძნობა არ გვტანჯავდეს. ბუნებრივია, რაც მეტად მოგვშივდება, მით მეტ პროდუქტს მივიღებთ, რაც ჩვენს წონას და ჯანმრთელობას ნამდვილად არ წაადგება.

არადა არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებსაც ჯობია ერიდოთ. იმიტომ კი არა, რომ მავნეა ან ზედმეტად კალორიული, უბრალოდ არ დაგანაყრებთ, მშიერი დარჩებით და კიდევ დამატებითი კალორიების მიღება მოგიწევთ.

მშიერ ადამიანს სისხლში შაქრის დონე ოდნავ დაბალი აქვს. თუ თქვენ მიირთმევთ საკვებს დაბალი გლიკემიური ინდექსით (GI), შაქარი თანდათან მოიმატებს. თუმცა, თუ მაღალგლიკემიურ საკვებს მიიღებთ, ანუ სწრაფ ნახშირწყლებს, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად გაიზრდება, თუმცა მალევე მკვეთრად დაეცემა. ეს ნიშნავს, რომ ჭამის მერე მალე კვლავ მოგშივდებათ და იძულებული გახდებით, კიდევ ჭამოთ. რომელია ისეთი საკვები, რომელიც სწრაფად გაშიებთ და არ განაყრებთ.

კარტოფილი

რა ფორმითაც არ უნდა მიიღოთ - კარტოფილი ფრი, კარტოფილის პიურე, უბრალოდ მოხარშული - მისი მაღალგლიკემიური ინდექსი არსად წავა - 65 ერთეული.

ხილის წვენი

გლიკემიური ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დაფასოებულ წვენებშია. თუნდაც დაიწეროს, რომ ისინი უშაქროა, ის მაინც აუცილებლად იქნება იქ. როცა ხილს იმ დონემდე „ფილტრავთ“, რომ მხოლოდ სითხე რჩება, ჩათვალეთ, რომ მასში მხოლოდ შაქარს ტოვებთ! ხილის მტელი სიკეთე მის ბოჭკოვან ნაწილშია. ამიტომ დიეტოლოგები გირჩევენ, წვენებში რბილობიც დატოვოთ, ან კომპოტები უშაქროდ მოხარშოთ, რომელშიც ნაყოფიცაა. ზოგადად, უკეთესია ხილი ისე მიირთვათ, უმად. სხვათა შორის, საკვების ღეჭვაც დანაყრებას იწვევს.

თეთრი პური

იგი მზადდება რაფინირებული ფქვილისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გლიკემიური ინდექსი აღმაშფოთებელად მაღალია - 100 ერთეული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჭამა საერთოდ შეუძლებელია. მაგრამ უმჯობესია პერიოდულად ჩაანაცვლოთ პურით, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი: ჭვავის, ქატოსი ან მთლიანად დაფქული მარცვლით გამომცხვარი.

ალკოჰოლი

პირველ რიგში, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასმელთან ერთად ყოველთვის არის საჭმელი. ალკოჰოლი ამცირებს გლიკოგენის დონეს და ზრდის შაქრის დონეს, რომელიც ძალიან სწრაფად დაეცემა და ისევ მშიერი იქნებით. დაიმახსოვრეთ, როცა სვამთ, ჩვეულებრივზე ბევრს ჭამთ. სხვათა შორის, ლუდს აქვს ყველაზე მაღალი გლიკემიური ინდექსი.

იხილეთ სრულად