რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია | Allnews.Ge

რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია

"თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პირ­ველ ცდა­ზე ვერ დაჯ­და. თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა, თუმ­ცა კა­პი­ტანს კვლავ აფ­რე­ნა მო­უ­წია.

ბერ­ბო­კის თვითმფრი­ნა­ვი პირ­ველ ცდა­ზე ვერ დაჯ­და, რად­გან ასაფ­რენ ბი­ლიკს სხვა თვითმფრი­ნა­ვი ბლო­კავ­და. კა­პი­ტან­მა დაჯ­დო­მა მე­ო­რე ცდა­ზე შეძ­ლო", - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "შპი­გე­ლი" წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მე­ო­რე ცდა­ზე, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე და­ეშ­ვა.თბი­ლი­სის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 23:20 სა­ათ­ზე, გერ­მა­ნი­ის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი უკვე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იყო.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბერ­ბოკს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე დახ­ვდა. "ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს ქარ­თველ კო­ლე­გას­თან ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­თან. ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს.

ის ასე­ვე ეწ­ვე­ვა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

myquiz